რატომ ირჩევენ სხვადასხვა თვეში დაბადებული ადამიანები მარტო ყოფნას?

 

იანვარი

ძალიან დიდი მოთმინების უნარი გაქვთ. არ აძალებთ სიყვარულს მოსვლას. საკმარისად ჭკვიანი ხართ იმის გასაგებად, რომ დაძალებით არაფერი კარგი არ კეთდება. თქვენთვის შესაფერისი პარტნიორი ქუჩის კუთხის მიღმა გელოდებათ და თქვენც მოთმინებით ელით მასთან შეხვედრას. თქვენ ძალიან აფასებთ დამოუკიდებლობის შეგრძნებას და ამიტომ მარტო ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს.

თებერვალი

თქვენ გჯერათ რომ არასდროს ღირს ადამიანებზე ბოლომდე დაყრდნობა. თქვენი აზრით ყველაფრის გაკეთება მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებითაც შეიძლება, ამიტომ სხვებთან ურთიერთობაში დროის დაკარგვა არ გსურთ. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ხალხს, ვისაც თქვენი ნამდვილი ბუნება არ მოსწონს.

მარტი

თქვენ უფრო უკეთესი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, ვიდრე რომანტიული ურთიერთობების აწყობაა. ყოველი წუთის გამოყენება იმ ადამიანების დახმარებაში გირჩევნიათ, ვისაც ეს მართლა სჭირდება. თქვენ მხოლოდ ისეთ ადამიანთან გაატარებთ დროს, ვინც თქვენს ოცნებებს იზიარებს.

აპრილი

ამ თვეში დაბადებული ადამიანებისთვის არანაირ გეგმას მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მთავარია კონკრეტული მომენტით სიამოვნების მიღება. თქვენ გსურთ მუდამ იმოძრაოთ წინ და თქვენს ინსტიქტებს მიენდოთ. არავისთვის არ აპირებთ შეცვლას და სწორედ ამიტომ ამჯობინებთ მარტო ყოფნას.

მაისი

თქვენი ცხოვრებისეული მოწოდებები იმაზე უფრო დიდ მიზნებისკენ მიილტვის, ვიდრე ეს რომანტიული ურთიერთობაა. არასდროს არ თვლით იმას, რომ პარტნიორთან დროის გატარებისთვის საჭირო დრო გაქვთ. თუმცა, როდესაც მიხვდებით რომ ამის დრო მოვიდა, ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადასაყვანად ყველაფერს გააკეთებთ.

ივნისი

წარსული გულის ტკენის გამო თქვენ არავის აღარ უშვებთ ახლოს. თქვეს ირგვლივ დიდი კედელი გაქვთ აღმართული და მხოლოდ მის შიგნით გრძნობთ თავს მშვიდად. ახალი ურთიერთობების წამოწყებას მხოლოდ ამ ნატეხების გამთელების შემდეგ შეძლებთ.

ივლისი

თქვენ ძალიან სენსიტიური ხართ. ყველას აძლევთ მეორე შანსს, რადგან მათი კეთილი მხარის გჯერათ და სწორედ ამიტომ მუდამ გულნატკენი რჩებით ბოლოს. ბევრი წარუმატებლობის შემდეგ თქვენ უბრალოდ ხელი გაქვთ ჩაქნეული სიყვარულზე და მისი აღარ გჯერათ.

აგვისტო

ყველაზე მეტად გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამ პატივის გაყოფა არავისთან არ გინდათ. თქვენ ისეთი ადამიანი გჭირდებათ, ვინც ამ ეჭვიან მხარეს მარტივად გაუგებს და მხარში დაგიდგებათ. თქვენთვის მთავარია თავისუფლება და ამიტომ ისეთი ადამიანის მოძებნა გიჭირთ, ვინც ამ დონის მსხვერპლს გაიღებს.

სექტემბერი

თქვენ ზედმეტად გეშინიათ გულის ტკენის, რადგან ეს თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ ნორმალურ ვარიანტადაა ქცეული. თავის დაზღვევის მიზნით უბრალოდ თავს არიდებთ რომანტიულ ურთიერთობებს და გჯერათ, რომ მას გარეშე უფრო მარტივია ცხოვრება. გულის სიღრმეში მაინც გრძნობთ, რომ ვიღაც გსურთ თვენს გვერდით.

ოქტომბერი

ბევრი წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ, ისწავლეთ რომ მხოლოდ თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ. როდესაც სხვებს დახმარება სჭირდებათ, მაშინვე მათ გვერდით ჩნდებით, თუმცა თქვენ გვერდით არავინ გიდგებათ და ამით საბოლოოდ დაიღალეთ.

ნოემბერი

თქვენთვის სიტყვები არაფერს ნიშნავს. სხვას მხოლოდ მაშინ ენდობით, თუ მის მიმართ გულით იგრძნობთ რაიმეს, ან იგი საკუთარი კეთილი საქციელით მოგხიბლავთ. თქვენ არასდროს გამოუტყდებით ვინმეს გრძნობებში, მანამ სანამ ის არ დაამტკიცებს რომ თქვენ გიმსახურებთ.

დეკემბერი

ყველაფრის გამოცდა გსურთ ამ ცხოვრებაში მანამდე, სანამ ერთ ადგილას დამკვიდრდებით და ურთიერთობის შენებას დაიწყებთ. თქვენ დიდი გული გაქვთ, თუმცა ჯერ მზად არ ხართ იმისათვის, რომ ვინმე მიუშვათ მასთან ახლოს. თქვენ მხოლოდ იმ ურთიერთობით დაინტერესდებით, რომელიც აუცილებლად გრძელვადიანი და სერიოზული იქნება.

კომენტარის დატოვება