როგორ მოვამზადოთ ბრინჯი სწორად

ბრინჯი უნივერსალური გარნირია. ის ერთნაირად უხდება როგორც ხორცეულს, ასევე ბოსტნეულს. სხვადასხვა სოუსი ბრინჯს მდიდარ გემოებს ანიჭებს. თუმცა, კარგი გარნირი რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ ბრინჯის სწორად მომზადება. მრავალ დიასახლისს აწუხებს კითხვები – ღირს თუ არა ბრინჯის ჩალბობა? ან საერთოდ უნდა გაირეცხოს თუ არა ეს მარცვლოვანი?

 ჩავალბოთ თუ არა ბრინჯი

ბრინჯის ჩალბობა აუცილებელია. ამ დროს სახამებელი გამოდის წყალში და ხარშვის დროს მარცვლები აღარ მიეწებება ერთმანეთს.

ბრინჯის ჩალბობის წესები

  1. უმჯობესია ბრინჯი ჩავალბოთ 60 გრადუსიანი ტემპერატურის წყალში.
  2. მდუღარე წყალში ბრინჯის ჩალბობა არ ღირს. იგი წებოვანი გამოვა.
  3. თუ ცხელ წყალში არ გსურთ ჩალბობა, ეს გააკეთეთ ცივი წყლით. თუმცა დრო გაცილებით მეტი დასჭირდება – რამდენიმე საათი.
  4. ბრინჯი გაცილებით უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას ჩაალბობთ ცხელ წყალში ორჯერ. როცა პირველი წყალი გაცივდება, მეორედაც დაასხით ცხელი წყალი.

აი, თქვენ უკვე იცით ბრინჯის ჩალბობის წესი. თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი – ჩაალბეთ ბრინჯი სხვადასხვა ტემპერატურის წყალში სხვადასხვა დროით და დააკვირდით შედეგს. იპოვეთ თქვენთვის მოხერხებული ვარიანტი.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებსაც!