მოიმარაგეთ ბანანი და კენკრა, მოამზადეთ და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში სახლში მომზადებული უგემრიელესი ნაყინით. აი რეცეპტი

ნაყინის სეზონი განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მარკეტებში შეძენილი ნაყინი არც მთლად უსაფრთხოა მათთვის. ამიტომ მშობლები ამჯობინებენ სახლში მოუმზადონ შვილებს ეს ნუგბარი ნატურალური ინგრედიენტებით. ამ მხრივ საკმაოდ წარმატებული გამოდის ბანანით მომზადებული ნაყინი.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბანანი
  • 50 გ ჟოლო
  • 50 გ წითელი მოცხარი
  • ორი ს. კ. კაკაო
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის სამი პორცია სხვადასხვა ნაყინი. ამისთვის ჯერ ხილი უნდა მოამზადო.
  2. ბანანი გაფცქვენი და დაჭერი რგოლებად. შედგი მაცივარში მთელი ღამით.

3. გაყინული ბანანის ერთი მესამედი ჩაყარე ბლენდერში და იქვე დაამატე მოცხარი. ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. ბანანის მეორე მესამედს დაამატე ჟოლო, ხოლო მესამე ნაწილს – კაკაო და ათქვიფე ანალოგიურად. შოკოლადის ნაყინი შეგიძლია მორთა შავი შოკოლადის ნატეხებით.

მიღებული ნაყინი სურვილისამებრ შეგიძლია კვლავ საყინულეში მოათავსო ან მაშინვე მიირთვა.შესაბამისად, კენკრის ნაყინი შეგიძლია მორთა მოცხარის ან ჟოლოს ნაყოფით. ასევე შეგიძლია მოამზადო მარწყვის, შავი მოცხარის ან ალუბლის ნაყინი. ამგვარად, სასარგებლო და დაბალკალორიული ნაყინი მზად არის! თქვენ როგორ ამზადებთ ნაყინს სახლის პირობებში? გაგვიზიარეტ კომანტარებში.

ეს საინტერესო რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება