იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი ვისაც ტოსტი არ უყვარს. უფრო იშვიათია ისეთი ადამიანი ვინც ტოსტის გემრიელი რეცეპტი იცის. ჩვენ კი გთავაზობთ ერთ-ერთი საუკეთესო ტოსტის რეცეპტს. აი რეცეპტი

ის, რასაც ჩვენ ”გრენკებს” ვეძახით, სხვა არაფერია თუ არა ფრანგული ტოსტი. თუმცა ფრანგები უფრო ტკბილ პურებს ამზადებენ. დღევანდელ ჩვენს რეცეპტში კი ბანანია გამოყენებული.

ამერიკულ ვარიანტში მიწისთხილის კარაქს და ჯემებს ხმარობენ. ტოსტი შესაძლოა მომზადდეს ასევე ხაჭოსა და სხვადასხვა ხილის კომბინაციით.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ბანანი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ასი გ ყავისფერი შაქარი
  • ერთი ს. კ. კარაქი
  • 5 ცალი ტოსტის პური
  • ერთი ს. კ. რძე
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. ბანანი გაფცქვენი, დაჭერი რგოლებად და შეწვი ტაფაში ორივე მხრიდან ლამაზი ოქროსფერის მიღებამდე.
  2. შემდეგ დაამატე ერთი ს. კ. შაქარი, აურიე და გააგრძელე შუშვა კიდევ ერთი წუთი.
  3. პურებს მოაცალე ქერქები და გადაატარე გასაბრტყელებელი ისე, რომ მიიღო სწორი და თანაბარი ნაჭრები.
  4. კვერცხი და ერთი ს. კ. შაქარი ათქვიფე. დაამატე რძე და კარგად აურიე
  5. თითოეულ ნაჭერზე მოათავსე თითო ს. კ. ბანანის მასა. ნაპირებს წაუსვი კვერცხის ნარევი და პური გადაახვიე რულეტის სახით.
  6. თითოეული რულეტი ამოავლე კვერცხის მასაში და შეწვი ტაფაზე ორივე მხრიდან. თბილივე ამოავლე ყავისფერი შაქრისა და დარიჩინის ნარევში და მიიტანე სუფრასთან.

მსუყე საუზმე მზად არის. ის გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივი სახით. ტოსტებს შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი. იმედია მოგეწონებათ ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებული ტოსტები და გაუზიარებთ მას თქვენს მეგობრებსაც!