ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოსტნეულის კერძები სულ უფრო პოპულალური ხდება. ჩვენ კი ერთ-ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც სასარგებლოა და რაც მთავარია მარტივად მზადდება. აი რეცეპტი

ზაფხულის პერიოდში ნაირ-ნაირი ბოსტნეული ახარებს თვალს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ყაბაყს უკავია. მისგან უამრავი სახის კერძის მომზადებაა შესაძლებელი და სანამ სეზონია, მაქსიმალურად გამოიყენე და აითვისე ეს ყოველმხრივ სასარგებლო და ბიუჯეტური ბოსტნეული.  რეცეპტი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებ, აუცილებლად მოგეწონება, ვინაიდან განსხვავებულია და იოლი მოსამზადებელიც.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ყაბაყი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • ერთი ს. კ. ბრინჯის ფქვილი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • სუნელები თქვენი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი გარეცხე, გაფცქვენი და გახეხე მსხილ სახეხზე. მოაყარე მარილი და დატოვე ასე 15 წუთით. ის გამოყოფს ზედმეტ სითხეს.

  1. მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე.

  1. ყაბაყი გაწურე და გადაიტანე მოზრდილ თასში. დაამატე კვერცხი, ბრინჯის ფქვილი, ნახევარი ყველი, საკმაზი და კარგად აურიე.

  1. ღუმელი გაახურე 230 გრადუსამდე და ფორმას დააფინე პერგამენტის ქაღალდი.
  2. გადაანაწილე მასზე ყაბაყის მასა და შედგი ღუმელში 15 წუთით.

  1. ყაბაყი გამოიღე ღუმელიდან. მოამზადე იგივე ზომის პერგამენტი და გადააბრუნე გამომცხვარი ყაბაყი მასზე, კვლავ მოათავსე ფორმაზე.

  1. მოაყარე დარჩენილი ყველი, შედგი ღუმელში ამჯერად ათი წუთით და ტემპერატურას დაუწიე 200 გრადუსამდე.

ყაბაყი კვერცხითა და ყველით მზად არის! მოაყარე უმი მწვანილი, დაჭერი საპორციე ნაჭრებად და გემრიელად მიირთვი!

გაუზიარე ეს საინტერესო რეცეპტი შენს მეგობრებს!