ქათმის ხორცი არაჟანს არაჩვეულებრივად ეწყობა და არაერთი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ამ რეცეპტით ერთ-ერთი ასეთი გემრიელი კერძის მომზადებას შეძლებთ. აი რეცეპტი

ყველა გამოცდილმა კულინარმა იცის, რომ ქათმის ხორცისა და არაჟნის ტანდემი საკმაოდ წარმატებული გამოდის. დაჭრილი ხორცი ჯერ უნდა შეიწვას, შემდეგ კი მოიშუშოს არაჟნის სოუსში. გამოდგება როგორც მთლიანი ქათამი, ასევე მხოლოდ მკერდის ნაწილი ან ბარკლები – გემოვნების მიხედვით.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ქათამი
  • 3 თავი ხახვი
  • 200 გ არაჟანი
  • 300 მლ წყალი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. ქათმის ნაჭრები გარეცხე, შეაშრე და გააცალე კანი.
  2. თითოეული ნაჭერი ჩასერე, შეაზილე მარილი, პილპილი და ზეთი. დატოვე ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი დასამარინადებლად.

 

  1. ამ დროის განმავლობაში ხახვი გაფცქვენი და დაჭერი მეოთხედ რგოლებად.
  2. კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შეწვი ქათმის ნაჭრები მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, ოქროსფერის მიღებამდე.

  1. ხორცის ნაჭრები ამოიღე და იგივე ტაფაში შეწვი ხახვი ოქრისფრამდე.

  1. ჩაამატე არაჟანი და ცხელი წყალი. მიიყვანე ადუღებამდე. დაამატე მარილი და ჩაყარე მასში ქათმის ნაჭრები. შუშე თავდახურულში 20 წუთი.

ყველაზე მეტად ქათამი არაჟნით უხდება კარტოფილის პიურეს, ასევე მაკარონს და სხვადასხვა მოთუშულ ბოსტნეულს. კერძები გამოდის ძალიან არომატული და ამავე დროს, ჯანსაღი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!