თუ გსურთ ისეთი რამის მომზადება, რომელიც ყველას მოეწონება და თან სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსი არ გსურთ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.

მოხარშული შედედებული რძე ნებისმიერ ნამცხვარს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს. ის ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც. თუ დიდხანს სამზარეულოში ფუსფუსი არ გსურთ, რაცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, სწორედ რომ სათქვენოა.

ინგრედიენტები

  • 450 გ ფქვილი
  • ასი გ შაქარი
  • ასი გ არაჟანი
  • 6 გ საფუარი
  • 200 მლ რძე
  • 370 გ მოხარშული შედედებული რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. ვანილის შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს ფქვილი, რძე, შაქარი, არაჟანი, კვერცხი, საფუარი და ერთი მწიკვი მარილი და კარგად მოურიე კოვზით ფაფისებური კონსისტენციის მიღებამდე. დადგი ასაფუებლად 40 წუთით.

  1. 25 სმ დიამეტრის მქონე ფორმას წაუსვი კარაქი.
  2. ცომი გაყავი ორ ნაწილად. ერთი მათგანი გადაიტანე საცხობ ფორმაში და კარგად დატკეპნე. ზემოდან წაუსვი მოხარშული შედედებული რძის მასა. მასზე მოათავსე ცომის მეორე ნახევარი. დააფარე სამზარეულოს პარკი და დატოვე ასე 15 წუთი.

  1. ცომს ზემოდან წაუსვი ათქვეფილი კვერცხის გული და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

როგორც ხედავთ, ღვეზელი ცხვება საკმაოდ სწრაფად. ბავშვები თუ მოზრდილები მას დიდი სიამოვნებით გეახლებიან. უკეთეს დესერტს ვერც ინატრებთ ჩაისთან.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება