სოკოს ყველა მოყვარულმა იცის როგორი გემრიელი და მრავალფეროვანი კერძის მომზადება შეიძლება ქამა სოკოს დახმარებით. ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ-ერთ პეცეპტს, რომლის მომზადებაც აუცილებლად უნდა სცადოთ. აი რეცეპტი

ქამა სოკო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია სოკოს სახეობებს შორის. მისგან უამრავი კერძი მზადდება და შესაბამისად რეცეპტიც იმდენია, რომ არჩევა ჭირს. დღეს შემოგთავაზებთ რამდენადმე განსხვავებულ ვარიანტს – ქამა სოკოს მომზადების გერმანულ მეთოდს. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 600 გ ქამა სოკო
  • ასი გ კარაქი
  • ორი ს. კ. იტალიური ბალახი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 180 გ არაჟანი
  • 3 კბილი ნიორი
  • ასი გ ხახვი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ერთი ჩ. კ. შავი პილპილი
  • ორი ს. კ. მაიონეზი

მომზადება

  1. ქამა სოკო გარეცხე და შეაშრე. მოაცალე ფეხები. შეწვი ათი წუთის მანძილზე ზეთიან ტაფაში.

  1. შემდეგ ჩაამატე წვრილად დაჭრილი ხახვი, პაპრიკა, ერთი ს. კ. იტალიური ბალახი. ნახევარი ჩ. კ. მარილი და დაფქული პილპილი. აურიე და შუშე კვლავ ათი წუთი დაბალ ცეცხლზე.

  1. ამასობაში მოამზადე სოუსი. შეურიე ერთმანეთს არაჟანი, პრესში გატარებული ნიორი, ერთი ჩ. კ. იტალიური ბალახი, ნახევარი ჩ. კ. მარილი და მაიონეზი. კარგად აურიე.
  2. ტაფაში, სადაც ქამა სოკო მომზადდა, ჩაამატე კარაქი და 5 წუთი მოთუშე დაბალ ცეცხლზე. სუფრასთან მიიტანე ცხელი სახით.

არომატული ქამა სოკო ნივრის სოუსით საოცრად გემრიელი გამოდის. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ასევე, მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ქამა სოკოს.

ეს უგემრიელესი რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!