იოგურტის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

ზაფხული შესანიშნავი პერიოდია ხილის სიუხვისა და შესაბამისად მსუბუქი სასმელებისა და დესერტებისა. ერთ-ერთი ასეთია იოგურტის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. გამოდის უგემრიელესი და, ამასთან ერთად, საკმაოდ დაბალკალორიულიცაა.

მისი ფუძე შეიძლება იყოს ნებისმიერი ორცხობილა, ხოლო ძირითადი ნაწილი – სხვადასხვა ხილის მიხედვით, ნაირ-ნაირი.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი კივი
  • ნახევარი ჭიქა წყალი
  • 70 გ შაქარი
  • 4 ჩ. კ. ჟელატინი
  • ორი ცალი ბანანი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • ნახევარი ლ იოგურტი
  • 70 გ კარაქი
  • 200 გ ორცხობილა
  • 200 გ ნუშის ფანტელი

მომზადება

  1. ბლენდერში დააქუცმაცე ორცხობილა. დაამატე გამდნარი კარაქი და კარგად აურიე.
  2. 22-24 სმ დიამეტრის მქონე მოსახსნელ ფორმას დააფინე პერგამენტი და მასზე მოათავსე ორცხობილას მასა. კარგად დატკეპნე. შედგი მაცივარში ნახევარი საათით. ამასობაში ჟელატინს დაასხი ნახევარი ჭიქა წყალი.

  1. სანამ ჟელატინი აფუვდება, გაფცქვენი კივი და 4 მათგანი დაჭერი კუბებად. მოასხი ლიმონის წვენი და მოაყარე შაქარი.

  1. კივის კუბები დადგი ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე სიმწარის მოსაშორებლად. როცა იგი გაცივდება, დაამატე იოგურტი და ჟელატინი.
  2. ბანანი დაჭერი მრგვლად და მოათავსე ორცხობილაზე ერთ ფენად. დაასხი იოგურტის მასა და შედგი მაცივარში მინიმუმ 6 საათით.

დილით იოგურტის ტორტი ბანანითა და კივით მზად იქნება. ფრთხილად მოხსენი ფორმა და ზემოდან მორთე დაჭრილი კივითა და ნუშის ფანტელით.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებს!