რძეში მომზადებული ქათმის ფილე  – ყველაზე სწრაფი მეთოდი

კერძის სწრაფი მომზადების რეცეპტი ყველა დიასახლისის ოცნებაა. ჩვენ შემოგთავაზებთ ქათმის ფილეს მომზადების ისეთ მეთოდს, როცა იგი ძალიან გემრიელი გამოდის უმცირესი ძალისხმევის შედეგად. რაც მთავარია, ხორცი არის უნაზესი და ამასთან შენარჩუნებული აქვს თავისი სტრუქტურა.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქათმის ფილე
  • 3 ჩ. კ. ქათმის საკმაზი
  • ორი კბილი ნიორი
  • ნახევარი ლ რძე
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ფილე განაცალკევე ძვლებისგან, თუ მკერდის ნაწილია, შემდეგ გარეცხე და შეაშრე.
  2. შეურიე ერთმანეთს ქათმის საკმაზი, წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი და მარილი. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი საკმაზი შენი გემოვნებით.
  3. მიღებული ნარევი შეაზილე ქათმის ფილეს. ხორცს დააფარე და დატოვე ოთახის ტემპერატურაზე ერთი საათი.

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხი რძე და წამოადუღე.
  2. დამარინადებული ფილე ჩადე მდუღარე რძეში და წამოადუღე ერთი წუთით.

  1. ქვაბი ფილეთი დადგი თავდახურული და კარგად შეფუთე. დატოვე ასე მინიმუმ ორი საათით. ფილე მზად არის!

ასეთი ფილე ძალიან უხდება სალათებს და ბუტერბროდებს. იდეალურად ანაცვლებს ძეხვს მათთვის, ვისაც ჯანსაღი კვება უყვარს. დარჩენილი შეკმაზული რძე კი გამოგადგებათ მაკარონისთვის სოუსის მოსამზადებლად.

სცადეთ ამ მათოდით ქათმის ხორცის მომზადება და შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში. ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება