კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ძირითადად საუზმეზე ვიყენებთ. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. ეს იქნება ომლეტი, თუ უბრალო ერბო-კვერცხი, თოხლოდ მოხარშული კვერცხი თუ პაშოტი, კვერცხის სუფლე, ასევე კვერცხი ბენედიქტი და სხვა მრავალი. საუზმის ჩვეულებრივი ტრადიციული ვარიანტია მაგრად მოხარშული კვერცხი.
ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს ამაზე უფრო ბანალური? აღმოჩნდა, რომ ამ მოსაწყენ კერძსაც კი შეიძლება მივანიჭოთ რომანტიული ელფერი. ჩვენ მოგიმზადეთ ლაიფხაკი იმისა, თუ როგორ მივცეთ მოხარშულ კვერცხს გულის ფორმა.
გთავაზობთ ძალიან მარტივ და პრაქტიკულ ვიდეოს.
აი, ასე, ჩვეულებრივი მოხარშული კვერცხი შეიძლება წარმოვადგინოთ საკმაოდ კრეატიული ფორმის სახით. აბა, სცადეთ თქვენც და იხალისეთ. შედეგები გვაჩვენეთ კომენტარებში!
ეს საინტერესო კულინარიული ლაიფჰაკი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!