ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით

წვნიანი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს, ზრდასულსა თუ ბავშვს – ნაკლებად მოსწონს ის და მშრალი კერძის მირთმევას ამჯობინებს. ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთი ქათმის სუფის რეცეპტს, რომლის გასინჯვის შემდეგ სრულად შეიცვლით აზრს წვნიან კერძზე.

ინგრედიენტები

  • 700 გ ქათმის ბარკალი
  • ასი გ სტაფილო
  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ასი გ მაგარი ყველი
  • 70 გ წვრილი ვერმიშელი
  • 3 ლ წყალი
  • 150 გ ხახვი
  • 50 გ კარაქი
  • ასი გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ბარკალი გარეცხე, დაასხი წყალი, წამოადუღე და მოხადე ქაფი. ხარშე 40 წუთი.

  1. შეურიე ერთმანეთს დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, გახეხილი ყველი და ცოტა მარილი. მოზილე ყველის ცომი და მოამზადე მისგან პატარა ბურთულები.

  1. ბოსტნეული გაფცქვენი და დაჭერი კუბებად. სტაფილო და ხახვი მოშუშე ზეთში 5-7 წუთის მანძილზე.

  1. ხორცი ამოიღე ბულიონიდან და ჩაყარე მასში მოშუშული ბოსტნეული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი. როცა წამოდუღდება – ყველის ბურთულები და მარილი. ხარშე 15 წუთი.

  1. ხორცს გამოაცალე ძვლები და დააბრუნე ბულიონში. ჩაამატე ვერმიშელიც და ხარშე 5 წუთი.

გადმოდგი და მოაყარე დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. უგემრიელესი წვნიანი მზად არის! შეგერგოთ!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება