აი, ახლა უკვე ვიცი ვის ვესესხო ფული. ეს ზოდიაქოები არიან ყველაზე ძუნწები და ესენი გულუხვები.

ფულთან დამოკიდებულება ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქაღალდების მეშვეობით ადამიანი პრაქტიკულად უამრავი რამის უზრუნველყოფას ახერხებს. ზოგიერთი მას ქარაფშუტულად ხარჯავს და მუდამ ვალებშია, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება აგროვებს, რის გამოc ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს. სიხარბესა და გულუხვობას შორის ზღვარი ძალიან მცირეა. ასტროლოგებმა იციან, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს როგორი დამოკიდებულება აქვს ფულთან.

მე-12 ადგილი – მშვილდოსანი

სიხარბე და მშვილდოსანი ერთმანეთთან შეუთავსებელი სიტყვებია. ისინი არამხოლოდ ფლანგავენ ფულს, არამედ ამისგან კოლოსალურ სიამოვნებას იღებენ. მათ შორის უხვად არიან მუქთამჭამელები, რადგანაც ბანკეტის დაფინანსება არ ენანებათ. ფულს მშვილდოსნები ღიმილით ემშვიდობებიან, შავი დღის კი არ სწამთ. აღსანიშნავია, რომ ფულს ისინი ისევე მარტივად შოულობენ, როგორც ხარჯავენ.

მე-11 ადგილი – მერწყული

მერწყულები ბუღალტერიას არ ცნობენ და არც არასოდეს იციან რა თანხა მოეპოვებათ საფულეში. სხვა ადამიანის გახარება მერწყულისთვის უდიდესი სიამოვნების ტოლფასია, ის გიჟდება საჩუქრების გაკეთებაზე და ახლობლების ბედნიერი სახეების დანახვაზე. ამასთან, გასაჩუქებლად არც იაფ ნივთებს არჩევს. ამ ნიშნის წარმომადგენლები საუცხოო სტუმრები არიან ქორწილსა თუ ნათლობაში, რადგანაც ცარიელი ხელებით არასდროს მიდიან.

მე-10 ადგილი – ლომი

ლომი კარგი ნივთების, ლუქს-ნომრების და ზოგადად მდიდრული ცხოვრების წესის მოყვარულია. ამიტომაც, მისთვის თანხის ხარჯვა არა სისულელე, არამედ აუცილებლობაა. მამაკაცი ლომი თავის მოწონების ობიექტს არასდროს დაპატიჟებს იაფ ყავაზე, ქალი ლომი კი არასდროს გაიკეთებს დაბალფასიან ბიჟუტერიას. სხვების მოხიბვლის და აღტაცებაში მოყვანის უნარი ლომებს სისხლში აქვთ და ამისთვის არც თანხები ენანებათ.

მე-9 ადგილი – ვერძი

ვერძები მფლანგველები არ არიან, თუმცა არც ხარბები. ისინი ძალიან ჭკვიანი ანალიტიკოსები არიან, რომლებმაც მუდამ იციან სწორად როგორ მოექცნენ ფინანსურ რესურსებს. გვერდიდან შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ვერძები ბევრს ხარჯავენ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არაა. ვერძები ინვესტიციას არა ბიზნეს-პროექტებში, არამედ ხალხში დებენ, რათა შემდეგ საიმედო კავშირები დაამყარონ. იშვიათად ცდებიან გამოთვლებში, რადგანაც ადამიანებში კარგად ერკვევიან.


მე-8 ადგილი – სასწორი
სასწორები, როგორც ყოველთვის, ყველაფერში ჰარმონიას აღწევენ. მათ უცნაური ჩვევა აქვთ: საკუთარ ფულს ინახავენ, ნაჩუქარს ან სესხად აღებულს კი ბოლომდე ხარჯავენ. სასწორებს სხვისი ფული შეუძლიათ დახარჯონ მეგობრებზე, თანამშრომლებზე და უცნობებზეც კი. თავისას კი იშვიათად გასცემენ ან საქმეში დებენ.


მე-7 ადგილი – მორიელი

ეშმაკური და ჭკვიანი მორიელები საფულეს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. მათ შეუძლიათ დიდი თანხა დახარჯონ თუ ეს გარშემომყოფებში აამაღლებთ. ურჩევნიათ ჩანდნენ უფრო უზრუნველყოფილად, ვიდრე არიან. ამიტომაც, მარტივად დახარჯავენ სხვადასხვა რამეზე, მაგრამ ეკონომიას გააკეთებენ იმაზე, რაც გარეშე თვალისგან ფარულია.

მე-6 ადგილი – ტყუპები

ტყუპებიც ცბიერები არიან. თუ ფულის სესხებას სხვათა თანდასწრებით სთხოვთ, იმაზე მეტს მოგცემენ, ვიდრე გჭირდებათ. მათთან პირისპირ ყოფნისას კი გულუხვობას ნუ ელით. მთავარია, მათზე არავინ იფიქროს ცუდად და ძუნწად არ მოიხსენიონ. საზოგადოებრივი აზრი ტყუპებისთვის უმნიშვნელოვანესია. სხვების მიერ მათი გულუხვობით აღტაცება უღირთ იმად, რომ დახარჯონ. სინამდვილეში, ტყუპები ყოველ თეთრს ითვლიან.

მე-5 ადგილი – თევზები

თევზები ფულის საკითხებში არასტაბილურები არიან. შეუძლიათ ძალიან მფლანგველები ან ძალიან ძუნწები იყვნენ. ვერასდროს წყვეტენ თანხა უაზროდ დახარჯონ თუ ის უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნილებებისთვის გადადონ. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ განწყობის ადამიანები არიან, მაგრამ, არასდროს გეტყვიან უარს პირდაპირ და გულწრფელ თხოვნებზე.

მე-4 ადგილი – კურო

კუროები ფინანსურ საკითხებში საინტერესოდ იქცევიან. გიჟდებიან სხვისი ფულის ხარჯვაზე, ამიტომაც მათ რიგებში ალფონსებს ხშირად ვხვდებით. მათთვის პარტნიორის ფულის ხარჯვა აბსოლიტურად ნორმალურია. თუმცა, რთული ფინანსური სიტუაციის შემთხვევაში კუროები დასერიოზულდებიან და ვალებიდან ამოსვლაში დაგეხმარებიან, შემდეგ კი კვლავ ძველებურად განაგრძობენ.

მე-3 ადგილი – კირჩხიბი

როგორც ცნობილია, კირჩხიბები ყველაფერს ოჯახისთვის გასცემენ. სახლი – მნიშვნელოვანი ადგილია, რომელშიც ეს ზოდიაქოს ნიშანი ინვესტიციას დებს. კომფორტის, სიმყუდროვისა და სითბოსთვის, ასევე ახლობლების ჯანმრთელობისთვის მას არაფერი ენანება. მაგრამ, სხვა ყველაფერში კირჩხიბები ეკონომიას აკეთებენ. თუმცა, როცა საკუთარი თავის გათამამებას გადაწყვეტენ, მხოლოდ საუკეთესოს ირჩევენ. არ ელოდოთ მათგან დიდ საჩუქრებსა და პომპეზურ ბანკეტებს, მაგრამ თუ მათი სტუმარი იქნებით, აუცილებლად გაგაოცებენ.

მე-2 ადგილი – ქალწული

კარიერისტმა ქალწულებმა ზუსტად იციან რატომ და რის გამო მუშაობენ. მათთვის ყველა თეთრი დათვლილი და გათვლილია. დაუგეგმავი, შემთხვევითი ხარჯები ქალწულისთვის ტაბუა. დროთა განმავლობაში ისინი თავს ათამამებენ, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე ბევრს ფიქრობენ. შეიძლება ძვირადღირებული საჩუქრით გაიმარიაჟონ, თუმცა გულში საკუთარ თავს გაფლანგვისთვის დაადანაშაულებენ.

პირველი ადგილი – თხის რქა

თხისრქები მუშაობენ, გამოიმუშავებენ, მაგრამ იშვიათად ხარჯავენ. სხვა ზოდიაქოს ნიშნებს შორის სიძუნწით ისინი აბსოლიტური ლიდერები არიან. საკუთარ მოთხოვნილებებზეც კი რთულად ხარჯავენ თანხას, შავი დღისთვის ინახავენ, შვილიშვილებისთვის ან გაურკვეველი მიზეზებისთვის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ლეიბის ქვეშ შესაძლოა მილიონს მალავდნენ, მაგრამ ამ დროს ბაზრობაზე იმოსებოდნენ და იაფიან საკვებს მიირთმევდნენ. მათთვის მთავარია იმის ცოდნა, რომ თანხა ხელშესახებად აქვთ.

კომენტარის დატოვება