კომბოსტოს შიგთავსის მქონე ლავაშის ”კონვერტები”

ბოსტნეულის ბუტერბროდები უფრო მარტივად მზადდება, ვიდრე ხორცისა და უფრო ბიუჯეტურია. ისინი საუკეთესოა სამსახურში წასახემსებლად, ასევე პიკნიკზე წასღებად და დილის საუზმესაც კარგად ანაცვლებს. განსაკუთრებით გემრიელი და ამავე დროს სასარგებლოა კომბოსტოს შიგთავსით მომზადებული ლავაშის ”კონვერტები”.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ლავაში
  • 50 გ ხახვი
  • მეოთხედი ჩ. კ. მარილი
  • ერთი მწიკვი შაქარი
  • 300 გ თეთრი კომბოსტო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • ერთი მწიკვი პილპილი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. ჯერ მოამზადე შიგთავსი. კომბოსტო დაჭერი, მოაყარე მარილი და ასრისე ხელით. ტაფაზე გააცხელე ზეთი და მოთუშე კომბოსტო.
  2. ათი წუთის შემდეგ დაამატე დაჭრილი ხახვი და შუშე კვლავ ათი წუთი. ბოლოსკენ მოაყარე პილპილი და შაქარი.

3. წინასწარ მოხარშული კვერცხი გაფცქვენი და დაჭერი წვრილად. შეურიე მოშუშულ კომბოსტოს. ლავაში დაჭერ ათი სმ სიგანის ზოლებად.

4. თითოეულ ზოლზე მოათავსე ერთი ს. კ. შიგთავსი და გადაკეცე ისე, რომ მიიღო სამკუთხედი.

5. ლავაშს წაუსვი ცილა და შეწვი ცხელ ზეთიან ტაფაში ოქროსფრამდე.

ეს სამკუთხედები მზადდება საკმაოდ სწრაფად და ამავე დროს იაფი ინგრედიენტებით. უგემრიელესი გამოდის ხაჭოსა და მწვანილის, ასევე ყველისა და კარტოფილის შიგთავსით. სცადეთ თქვენც!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება