სამარხვო და ვეგანური კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია, ვინაიდან ბოსტნეული მრავალი სახეობისაა და უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ექსპერიმენტები, რომლებსაც ამ დროს დიასახლისები ატარებენ, ხშირად საოცარ შედეგს იძლევა. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ყავილოვანი კომბოსტო – მომზადებული სიმინდის საფანელში.
ინგრედიენტები
- 0,5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
- 1/4 ჩ. კ. ლიმონმჟავა
- 200 მლ გაზირებული წყალი
- 0,5 ჩ. კ. კურკუმა
- 0,5 ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
- 1,5 ჩ. კ. მარილი
- ორი ს. კ. ხორბლის ფქვილი
- 6 ს. კ. სიმინდის ფქვილი
- ერთი ჩ. კ. პაპრიკა
- ზეითუნის ზეთი საჭიროების მიხედვით
მომზადება
- ყვავილოვანი კომბოსტო კარგად გარეცხე გამდინარე წყალში და დაჭერი ბრტყელი, 1,5 სმ სისქის ფირფიტების სახით.
- წყალი წამოადუღე და დაამატე მარილი და ლიმონმჟავა. შემდეგ ჩაყარე მასში კომბოსტო. წამოადუღე ისიც და დატოვე წყალშივე თავდახურულში.
- ერთმანეთს შეურიე ხორბლის ფქვილი, მწიკვი მარილი და წყალი. კარგად აურიე და დატოვე ასე 15 წუთი. ცალკე ჭურჭელში შეურიე სიმინდის ფქვილი, ცოტა მარილი და საკმაზი.
- კომბოსტო ამოიღე წყლიდან და გააციე. თითოეული ნაჭერი ამოავლე ჯერ ხორბლის ფქვილის, შემდეგ კი – სიმინდის ფქვილის ნარევში.
- შეწვი კომბოსტო ცხელ ტაფაზე ზეითუნის ზეთში, ორივე მხრიდან. სუფრასთან მიიტანე თბილი სახით.
კერძი გამოდის შიგნიდან ნაზი, ხოლო გარედან – ხრაშუნა. საკმაზი კი სასიამოვნო პიკანტურობას ანიჭებს. ასეთი სიგემრიელის მომზადების სურვილი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!