შემწვარი ქათმის ფრთებით არაჩვეულებრივი კერძების მომზადება შეიძლება. ერთ-ერთ რეცეპტს კი ახლა შემოგთავაზებთ. უბრალოდ აიღეთ ქათმის ფრთები და შესაწვავად გაამზადეთ. აი რეცეპტი

ისეთი უნივერსალური კერძი, როგორც შემწვარი ქათმის ფრთებია, შესანიშნავი დამატებაა სხვადასხვა პროდუქტისთვის. ის თითქმის ყველას უყვარს. გემრიელი გამოდის როგორც მაყალზე, ასევე გრილზე და ღუმელში შემწვარი სახითაც.

დღეს შემოგთავაზებთ ქათმის ფრთების მომზადების განსხვავებულ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ქათმის ფრთა
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ორი ს. კ. სოიოს სოუსი
  • სამი კბილი ნიორი
  • 4 ს. კ. ტომატ-პასტა
  • ერთი ს. კ. ფრანგული მდოგვი
  • ორი ს. კ. ზეთი

მომზადება

  1. ქათმის ფრთა გარეცხე და შეაშრე ქაღალდის ხელსახოცით. გადადე გვერდზე და დაიწყე მარინადის მომზადება.

  1. დიდ თასსი შეურიე ტომატ პასტა, თაფლი, სოიოს სოუსი, დაჭყლეტილი ნიორი, მდოგვი და ზეთი. კარგად აურიე.
  2. ქათმის ფრთა დაამატე ამ ნარევს და აურიე. დააფარე კულინარული პარკი და შედგი მაცივარში ერთი საათით.

  1. დამარინადებული ფრთები დაალაგე გრილის ცხაურზე და მოათავსე გაღვივებულ ნახშირზე. მოამზადე 25 წუთის განმავლიბაში. ცხაური პერიოდულად აბრუნე.

როცა დაგჭირდებათ დიდ კომპანიისთვის ბიუჯეტური კერძის მომზადება ბუნებაში, გაიხსენეთ ეს რეცეპტი. შემწვარი ფრთა უხდება როგორც უმ, ასევე გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს. მას კი მოუხდინეთ თქვენი საყვარელი სოუსი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

კომენტარის დატოვება