შოკოლადისა და ვანილის კექსი ‘’დღე და ღამე’’

კექსი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, აღტაცებაში მოიყვანს არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. ის გამოიყურება საზეიმოდ და მადისაღმძვრელად. რაც მთავარია, არ სჭირდება ძვირი ინგრედიენტები და არც განსაკუთრებული ფორმა. უბრალოდ ჩაასხი მრგვალ საცხობ ფორმაში ორი ფერის ცომი და ნახევარ საათში უგემრიელეს ფუმფულა ტორტს მიიღებ.

ინგრედიენტები

  • სამი ცალი კვერცხი
  • ორი ჭიქა ფქვილი
  • ათი გ ვანილის შაქარი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • ასი გ კარაქი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ერთი ჭიქა რძე
  • ერთი ს. კ. გამაფხვიერებელი
  • ასი მლ წყალი
  • 50 გ შავი შოკოლადი

მომზადება

  1. ათქვიფე კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად. დაამატე ცოტ-ცოტა რძე და გამდნარი კარაქი. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერი და დაამატე თანდათანობით კვერცხის მასას. კარგად აურრიე. ცომის ნახევარი გადაიტანე ცალკე ჯამში.

  1. ჭიქაში შეურიე კაკაო და წყალი. დაამატე ცომის ერთ-ერთ ნახევარს, აურიე.
  2. 26-28 სმ დიამეტრის მქონე მრგვალ საცხობ ფორმას მოუსვი ცხიმი. ცენტრში დადე ჭიქა და ჩაასხი ცომი ორივე ჯამიდან ერთდროულად. მოაყარე დაჭრილი შოკოლადი.

  1. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. ჭიქა და ბისკვიტი ამოიღე ფორმიდან და დატკბი კექსის არაჩვეულებრივი გემოთი.

კექსი ძალიან უხდება ჩაის. საკმაოდ სწრაფად მზადდება და ამიტომ საუკეთესო გამოსავალია მოულოდნელი სტუმრების დასახვედრად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება