სახლში მომზადებული აჯიკა, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება

კარგ ამინდში ყველას უხარია ბუნებაში გასვლა და ამ დროს საუკეთესო კერძი იქვე აშიშხინებული მწვადია. ამ უკანასკნელს კი ძალიან უხდება ცოცხალი აჯიკა. მით უფრო, თუ მის მომზადებაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

ეს საწებელი უმი მწვანილით მზადდება და სავსებით შეუძლია ბოსტნეულის სალათის ჩანაცვლებაც.

ინგრედიენტები

  • 400 გ პომიდორი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ერთი ცალი ვაშლი
  • ერთი დიდი კონა სხვადასხვა მწვანილი
  • ერთი ჩ. კ. ხმელი სუნელი
  • ერთი ჩ. კ. ბაზილიკი
  • ნახევარი ჩ. კ. კორიანდრი
  • ნახევარი ჩ. კ. შავი პილპილი
  • მარილი და წიწაკა ჩილი გემოვნებით

მომზადება

  1. მწვანილი – კამა , ქინძი და ოხრახუში გარეცხე და დაჭერი წვრილად.

  1. მომჟავო ვაშლი გარეცხე, გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე.

  1. შეურიე მწვანილი და ვაშლი ერთმანეთს, დაამატე პრესში გატარებული ნიორი. ასევე პომიდორი გაატარე ხორსაკეპ მანქანაში და დაამატე მას მწვანილის მასა.

  1. სოუსში ჩაყარე საკმაზი და მარილი და კარგად აურიე. ცოცხალი საწებელი მზად არის!

აჯიკა გამოდის სქელი, ზომიერად მწარე და არომატული. ის ნებისმიერი სახით მომზადებული ხორცისა თუ თევზის კერძს მოუხდება. სცადეთ ერთხელ და სხვა საწებელისკენ გახედვაც კი აღარ მოგინდებათ!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება