ამ სეზონზე ხშირად გროვდება მოძველებული ვაშლი, რომელსაც ძველი არომატი აღარ აქვს და ამიტომ მას ვიყენებთ სხვადასხვა დესერტში. ერთ-ერთი კარგი გამოსავალია ვაშლის ღვეზელის მომზადება. დღეს გთავაზობთ მის რამდენადმე განსხვავებულ რეცეპტს – კარამელით.
ინგრედიენტები
- 230 მლ რძე
- 4 ს. კ. ზეთი
- ასი გ შაქარი
- 600 გ ფქვილი
- ორი ჩ. კ. დარიჩინი
- 30 გ კარაქი
- 200 მლ წყალი
- ერთი ს. კ. საფუარი
- ორი ცალი ვაშლი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 180 გ ირისის კანფეტი
მომზადება
- წყალი და რძე მსუბუქად შეათბე. შეურიე ერთმანეთს, დაამატე ერთი ს. კ. შაქარი, საფუარი და მარილი. თანდათან დაამატე ფქვილიც. შემდეგ კი ზეთი. მოზილე ცომი.
- ცომი დადგი თბილ ადგილას ერთი საათით.
- ვაშლი დაჭერი კუბებად და შეურიე დარიჩინი და ორი ს. კ. შაქარი.
- როცა ცომი ამოვა, გაყავი ის 10 ნაწილად.
- თითოეული გუნდა გააბრტყელე თითებით და ცენტრში მოათავსე ვაშლის შიგთავსი , ჩაამატე ორ-ორი ცალი ირისის კანფეტი. შემდეგ მოუკარი პირი კარგად.
- ცომის გუნდები გადაიტანე ცხიმმოსმულ საცხობ ფორმაზე და დატოვე 15 წუთით. როცა ცომი კვლავ ამოვა, წაუსვი ფუნთუშებს გამდნარი კარაქი და მოაყარე დარჩენილი შაქარი.
- შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით. დარჩენილი ირისის და რძისგან მოამზადე კარამელი: შეათბე ისინი ერთად და ურიე გახსნამდე. სოუსი მოასხი მზა ღვეზელს.
ვაშლის ღვეზელი გამოდის ძალიან ფაფუკი და არომატული. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!