ხაჭაპურს სხვადასხვა ალტერნატივა აქვს – ეს იქნება ხაბიზგინა თუ ჭახრაკინა. ყველთან ერთად ყველაფერი გემრიელი გამოდის. ახლა შემოგთავაზებთ ყველის, ხაჭოსა და მწვანილეულის საინტერესო კომბინაციას. ცომი მზადდება საფუარის გარეშე, სოდით და გამოდის საკმაოდ ფუმფულა .
ინგრედიენტები
- 200 მლ კეფირი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 300 გ ხაჭო
- ორი ცალი კვერცხი
- 260 გ ფქვილი
- ერთი კონა მწვანე ხახვი
- 200 გ იმერული ყველი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- ერთი კონა ოხრახუში
- 20 გ კარაქი
მომზადება
- ოთახის ტემპერატურის კეფირი მოათავსე ჯამში. დაამატე მარილი და სოდა. აურიე და დატოვე 15 წუთი.
- შეურიე ერთმანეთს გახეხილი ყველი, ხაჭო და კვერცხი. ასევე დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი. კარგად აურიე.
- კეფირს დაამატე გაცრილი ფქვილი და მოზილე ცომი. დააფარე სამზარეულოს პარკი და დატოვე კვლავ 15 წუთი.
- ცომი გაყავი 8 ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელე მრგვალი ფირფიტის სახით. შუაში დაადე ასევე 8 ნაწილად გაყოფილი შიგთავსის მერვედი, მოუკარი პირი და გააბრტყელე.
- შეწვი საშუალო ცეცხლზე უცხიმოდ ორივე მხრიდან. თავიდან თავღია ტაფაში. გადაბრუნების მერე კი – თავზე დააფარე.
- ხაჭაპური გადაიტანე თეფშზე და წაუსვი კარაქი.
ის გამოდის რბილი და გემრიელი, ხრაშუნა ქერქით. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!
ეს რეცეპტი კი ასწავლეთ მეგობრებსაც!