ზოგჯერ ძალიან გვინდება თავის განებივრება რაიმე ტკბილით. ამ დროს ვივიწყებთ დიეტას და სწორ კვებას. იმისთვის, რომ ბევრი დრო მაინც არ ხარჯოთ ცხობაზე, გთავაზობთ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.
ეს რეცეპტი ყველა დიასახლისს გამოადგება. მისი ერთ-ერთი შემადგენელი არის ორცხობილა. გამოიყენეთ ნებისმიერი ორცხობილა – განსაკუთრებული გემოვნური დანამატების გარეშე.
ინგრედიენტები
- 450 გ ორცხობილა
- 520 მლ რძე
- ერთი ცალი კვერცხის ცილა
- 7 ს. კ. შაქარი
- ორი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
- 50 გ კარაქი
- 2,5 ს. კ. სახამებელი
- ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
- კრემისთვის დაგჭირდება ვანილის პუდინგის ფხვნილი. ის მზა სახით იყიდება. თუ ვერ შეიძენ, თავად მოამზადე: ნახევარი ლ რძე გაყავი შუაზე. ერთი ნაწილი მიიყვანე ადუღებამდე – დაბალ ცეცხლზე. მეორეში დაამატე სახამებელი, 3 ს. კ. შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და ცილა. ეს მასა ათქვიფე და ჩაასხი მდუღარე რძეში. ურიე, სანამ გასქელდება. შემდეგ გააციე.
- ფორმის ძირზე დააფინე ფოლგა. ორცხობილა დაანამცეცე და შემდეგ დაალაგე ფორმაზე ფენებად: ორცხობილა-რძე… ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილის.
- მოამზადე მინანქარი: შეურიე 4 ს. კ. შაქარი, კაკაოს ფხვნილი, ერთი ს. კ. რძე და ნარევი დადგი ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, დაამატე კარაქი. გაადნე და შემდეგ გადმოდგი ცეცხლიდან. ცხელი მასა მოასხი ტორტს. შედგი ნამცხვარი მაცივარში რამდენიმე საათით.
გთავაზობთ ვიდეო რეცეპტსაც:
ეს მსუბუქი ტორტი იდეალურად უხდება ჩაის და ყავას. ის ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ. მოამზადე და გაგვიზიარე აზრი კომენტარებში. რეცეპტი კი მეგობრებს გაუზიარე!