ფქვილში შემწვარი ხრაშუნა ყაბაყი

მოახლოვდა ახალი ბოსტნეულის სეზონი. ვიტამინებით სავსე პროდუქტი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ჩვენს რაციონში. ამ მიზნით დროა, დავიწყოთ საინტერესო რეცეპტების შეგროვება და მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო მსუბუქი კერძები.

დღეს გთავაზობთ უნაზესი და ხრაშუნა ყაბაყის მომზადების რეცეპტს. მას სულ ათი წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 2-3 ცალი ყაბაყი
  • ასი მლ მაწონი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • ფქვილი საჭიროების მიხედვით
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი გაფცქვენი და დაჭერი ერთი სმ სისქის ფირფიტების სახით.
  2. მოაყარე მარილი, პილპილი და წაუსვი პრესში გატარებული ნიორი.

 

3. კვერცხი ათქვიფე მარილთან ერთად. დაამატე მაწონი. აურიე და ჩააყარე ფქვილი იმდენი, რომ სისქით ეს მასა ბლინის ცომზე უფრო თხელი გამოვიდეს.

4. ყაბაყის ფირფიტები ამოავლე ჯერ ფქვილში, შემდეგ კი ცომის მასაში და შეწვი ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

შემწვარი ყაბაყის ნაჭრები ტაფიდან გადაიტანე ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. შემდეგ მოათავსე ფართო თეფშზე და მოაყერე დაჭრილი მწვანილი. სუფრასთან მიიტანე თბილი სახით და მიირთვით არაჟანთან ერთად.

ეს მარტივი რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!