კარტოფილის ღვეზელი ბეკონის შიგთავსით

კარტოფილი უნივერსალური პროდუქტია. მას ყველაფერი უხდება და უამრავი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტია. კულინარული ფანტაზია ამოუწურავია და დღეს გთავაზობთ კარტოფილის ღვეზელს ბეკონისა და პარმეზანის შიგთავსით. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ შეცვალოთ რაიმე მაგარი ყველით.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 თავი ხახვი
  • 200 მლ ნაღები
  • 1 ს. კ. ძმარი
  • 6 ცალი კვერცხი
  • 200 გ ბეკონი
  • 100 მლ რძე
  • კარაქი გემოვნებით
  • პარმეზანი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარტოფილი გაფცქვენი და მოხარშე მარილიან და ძმრიან წყალში.
  2. მოხარშული ცივი კარტოფილი გახეხე მსხვილ სახეხზე. დაამატე 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი, ერთი კვერცხი და აურიე.
  3. საცხობ ფორმას უხვად წაუსვი კარაქი. გადაიტანე მასში კარტოფილის მასა და გაუკეთე გვერდები.

  1. დარჩენილი ნიორი წვრილად დაჭერი და შეწვი ზეითუნის ზეთში. დაამატე წვრილად დაჭრილი ხახვი.
  2. დაჭერი ბეკონი და ჩაამატე ხახვს. ცალკე ათქვიფე 5 კვერცხი, დაამატე მარილი და პილპილი, ასევე რძე და ნაღები. კვლავ ათქვიფე.

  1. კვერცხის მასა ჩაასხი კარტოფილიან საცხობში. შემდეგ დაამატე ხახვისა და ბეკონის მასა. მოაყარე წვრილად გახეხილი ყველი და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.

მიირთვით ცოტა შეგრილებული სახით. ეს კერძი საუკეთესოა ყოველდღიური რაციონისთვისაც და სტუმრების დასახვედრადაც. გამოდის საკმაოდ ნოყიერი და არომატული.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება