კვერცხის ორიგინალურად შეღებვის 4 მეთოდი

კვერცხის შეღებვა შესანიშნავი ტრადიციაა. მისი სხვადასხვა მეთოდი არსებობს – ტრადიციული და ინოვაციურ-კრეატიული.

ჩვენ დღეს 4 შესანიშნავი იდეა მოგიმზადეთ. დასაწყისისთვის საჭიროა კვერცხის მომზადება. ხარშვისას რომ არ გასკდეს, წყალს ჩაამატე 2 ს. კ. მარილი.

როგორ შევღებოთ კვერცხი

სხვადასხვაფეროვანი კვერცხი

  1. მოხარშე კვერცხი, გააშრე და შეახვიე ქაღალდის თეთრ ხელსახოცში.
  2. ასე შეფუთული კვერცხი დანამე ძმრით.
  3. ხელსახოცს ყველა მხრიდან მოასხი წინასწარ შპრიცებში გამზადებული სხვადასხვა ფერის საღებავი.
  4. კვერცხი 2 საათით დატოვე ბადეზე. ასე საღებავი გაშრება.
  5. მოაცილე ქაღალდი კვერცხს.

გრადიენტი

  1. ჭიქაში ჩაყარე საღებავი და დაასხი 30 მლ მდუღარე წყალი.
  2. კვერცხი ჩაუშვი ჭიქაში ისე, რომ წყალმა დაფაროს მისი 1/3. დატოვე 5 წუთით.
  3. შემდეგ დაამატე წყალი და კვლავ 5 წუთი დააყოვნე.
  4. გაიმეორე იგივე 1-2ჯერ.
  5. კვერცხი ამოიღე და შეაშრე.

კვერცხი წარწერით

  1. ჩადე კვერცხი ჭიქაში, დაასხი 150 მლ მდუღარე წყალი.
  2. წააწერე კვერცხს სასურველი რამ ცვილის ფანქრით.
  3. კვერცხი მოათავსე წყალში და დატოვე 5 წუთით.
  4. ამოიღე კვერცხი და შეაშრე.

კვერცხის შეღებვა რეზინის დახმარებით

  1. ძმრიან წყალს დაამატე საკვები საღებავი. კარგად აურიე.
  2. რეზინი შემოახვიე კვერცხს გარშემო – სასურველი ფორმით.
  3. ასეთი კვერცხი ჩაუშვი საღებავიან წყალში და დააყოვნე 5 წუთით.
  4. ფრთხილად ამოიღე კვერცხი წყლიდან, შეაშრე და მოხსენი რეზინი. შემდეგ გაწმინდე.

საღებავიან წყალში შეგიძლია ძმრის დამატება – ის ფერს მეტ სიკაშკაშეს შესძენს.

გაუზიარე ეს ხრიკები შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება