ხაჭოს პასკა ‘’სნიკერსი’’

პასკა ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი სახლში მომზადებული. თუმცა ტრადიციული პასკის ცხობა საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი პროცესია. ამის გამო ბევრი დიასახლისი თავს არიდებს საფუარიან ცომთან ურთიერთობას.

თუმცა არსებობს გამოსავალი – ხაჭოს პასკის სახით. ის უგემრიელესი გამოდის და თან საკმაოდ ჯანსაღი დესერტია. ჩვენ დღეს გთავაზობთ განსაკუთრებული ხაჭოს პასკის ”სნიკერსის” რეცეპტს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 550 გ ცხიმიანი ხაჭო
  • 200 გ შაქარი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 50 გ არაქისი
  • 180 გ 33% ცხიმიანობის ნაღები
  • 85 გ კარაქი
  • 90 გ ცხიმიანი არაჟანი
  • 50 გ შავი შოკილადი
  • 25 გ წყალი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ჯერ მოამზადე კარამელი. 140 მლ ნაღები ჩაასხი პატარა ქვაბში და მიიყვანე ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგი ცეცხლიდან.
  2. სქელძირიან ქვაბში მოათავსე ასი გ შაქარი წყალთან ერთად და დადგი დაბალ ცეცხლზე. ურიე, სანამ შაქარი არ გადნება. როცა სითხე ქარვისფერს მიიღებს, გადმოდგი.

  1. ამ მასაში ჩააგდე ათი გ კარაქი და ინგრედიენტები სწრაფად შეურიე. შემდეგ თანდათანობით დაამატე ნაღები და აურიე. კვლავ დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე.
  2. ურიე, სანამ არ მიიღებ ელასტიურ მასას. გადმოდგი და დაამატე ერთი მწიკვი მარილი.
  3. კარამელი გადაასხი ქილაში და დაახურე თავზე . ის უნდა გაცივდეს. ამასობაში მოამზადე ფუძე. მშრალი ხაჭო გაატარე საცერზე. დაამატე 75 გ კარაქი და დარჩენილი შაქარი.

  1. კარგად აურიე. დაამატე 20 % იანი არაჟანი და შემდეგ კი სათითაო კვერცხი. მასა დადგი დაბალ ცეცხლზე და ურიე, სანამ შუშტუკები არ გაჩნდება.
  2. ქვაბი ჩადგი ცივ წყალში და ისე გააციე. შემდეგ კი შედგი მაცივარში. მოხალული მიწის თხილი ჩაყარე კარამელში. დარჩენილი ნაღები გააცხელე და დაასხი დამტვრეულ შოკოლადს, ეს საჭიროა მინანქრისთვის. კარგად აურიე.

  1. გაციებული ხაჭოს მასა შეურიე კარამელის მასას. ცოტა თხილი და შოკოლადი დატოვე დეკორისთვის. პასკის ფორმას ჩააფინე დოლბანდი რამდენიმე ფენად.
  2. ზემოდან დაადე რაიმე სიმძიმე და შედგი მაცივარში მეორე დღემდე. პასკა გამოყოფს შრატს, რომელიც პერიოდულად უნდა გადაღვარო ხოლმე.
  3. მზა პასკას მოაცილე დოლბანდი. გადააბრუნე თეფშზე და მორთე დეკორით. სურვილისამებრ გააფორმე ჩირითა და კენკრით.

მოხარშული ხაჭოს პასკა – საიმედო და უსაფრთხო დესერტია. ინგრედიენტები მუშავდება თერმულად და ამიტომ ასეთი პასკა კარგად ინახება მაცივარში რამდენიმე დღის მანძილზე. გემოზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

სცადეთ, მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ეს ორიგინალური რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება