კარტოფილი შეუცვლელი პროდუქტია ყველა ოჯახში. მას დიდი კულინარული დატვირთვა აქვს. თუმცა არანაკლები მნიშვნელობის მქონეა მისი ნაწარმი – კარტოფილის ფქვილი, ე. წ. სახამებელი. ეს ერთი შეხედვით უგემო და უსუნო პროდუქტი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ სხვა უამრავი საჭიროებისთვისაც.
ჩვენ მოგიყვებით იმ ათი მიზეზის შესახებ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ეს პროდუქტი ერთ ცალზე მეტი რაოდენობით და იზრუნოთ იმაზე, რომ მისი მარაგი არ ამოიწუროს ოჯახში.
სახამებლის გამოყენება საშინაო საქმეებში
სახამებლის გამოყენება სახისა და ყელის კანის მოვლისას.
შეურიე ერთმანეთს ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, ორი ს. კ. სახამებელი და რაიმე დამატენიანებელი მალამო. მასა წაისვი სახეზე 20 წუთის მანძილზე და შემდეგ ჩამოიბანე დიდი რაოდენობის თბილი წყლით.
სახამებლის გამოყენება მინების წმენდისას
შეურიე ერთი ჭიქა ძმარი, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი ჭიქა წყალი და ორი ს. კ. სახამებელი. ეს მასა გადაიტანე პულვერიზატორში და გაწმინდე მინები.
სახამებლის როლი ვერცხლის ჭურჭლის გასუფთავებაში
4 ს. კ. სახამებელი შეურიე 50 მლ წყალს. მიღებული მასით ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით გაწმინდე ვერცხლეული.
ლაქების მოცილება სახამებლის დახმარებით
შეურიე 50 მლ რძე და 4 ს. კ. სახამებელი. მიღებული პასტა წაუსვი ლაქებს და დატოვე მთელი ღამე. გამშრალი პასტა მოაცილე ზედაპირს.
სახამებელი აქრობს ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს
ჩაყარე ფეხსაცმელში სახამებელი და დატოვე მთელი ღამე. დილით მექანიკურად გადმობერტყე. აი, ასე მარტივად მოაშორებ ცუდ სუნს!
სახამებელი აიოლებს დაუთოვების პროცესს
ორი ჭიქა წყალი და ერთი ჩ. კ. სახამებელი შეურიე ერთმანეთს. ჩაასხი პულვერიზატორში და ამ ხსნარით დანამე სარეცხი დაუთოების წინ.
სახამებლის როლი საშინაო ბიბლიოთეკის მოვლაში
მცირეოდენი სახამებელი მოაფრქვიე წიგნებს. ის შთანთქავს ჭარბ ნესტს და წიგნები დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, აშორებს მათ სიძველის სუნს.
სახამებელი ასუფთავებს ტანსაცმელს
პლასტიკურ პარკში ჩადე გასაწმენდი ტანსაცმელი. ჩაყარე მასში ორი ჭიქა სახამებელი და კარგად ანჯღრიე. დატოვე ასე მთელი ღამე. დილით გადმობერტყე – ტანსაცმელი სუფთა იქნება!
კვანძის გახსნა სახამებლის დახმარებით
თუ მაგრად განასკვულ ზონარს ვერ ხსნი, მოაფრქვიე სახამებელი და ცოტა ხნით დატოვე ასე. კვანძის გახსნა გაცილებით გაიოლდება.
რბილი ავეჯის ზედაპირის წმენდა სახამებლით
შეურიე ერთმანეთს ერთი ჭიქა წყალი და ერთი ს. კ. სახამებელი. ამ ნარევში ჩაასველე რბილი ქსოვილი და ავეჯი გაწმინდე.
და თქვენ თუ იყენებთ კარტოფილის სახამებელს რაიმე სხვა დანიშნულებით? მოგვიყევით კომენტარებში.
ეს სასარგებლო რჩევები კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!