სოკო სხვა ინგრედიენტებს ამდიდრებს და კერძი უფრო მრავალფეროვანი ხდება. ის უხდება სალათებს, ხორცის კერძებს, წვნიანებს. აღმოჩნდა, რომ საკმაზთან ერთად მოხარშულ ქამა სოკოს სულ სხვა გემო და არომატი აქვს და ძალიან უხდება სალათებს.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ქამა სოკო
- 50 მლ წყალი
- ასი მლ ძმარი
- 50 მლ ზეთი
- ერთი თავი ხახვი
- ერთი ცალი სტაფილო
- 8 კბილი ნიორი
- ერთი ჩ. კ. მარილი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- ნახევარი ჩ. კ. პაპრიკა
- ნახევარი ჩ. კ. შავი პილპილის მარცვლები
- ნახევარი ჩ. კ. შავი დაფქული პილპილი
- ნახევარი ჩ. კ. კორიანდრი
- 40 გ შაქარი
მომზადება
1. გარეცხილი ქამა სოკო ჩაყარე ქვაბში. დაამატე დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, ძმარი, ნახევარი ჩ. კ. მარილი, ნახევარი შაქარი და წყალი.
2. აადუღე ყველა ინგრედიენტი და ხარშე დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 5 წუთი. შემდეგ გადაიტანე საწურზე.
3. ხახვი დაჭერი თხლად. სტაფილო გახეხე მსხვილ სახეხზე. დაამატე მარილი, შაქარი, პაპრიკა, კორიანდრი და შავი დაფქული პილპილი. მოასხი ზეთი და ძმარი. აურიე.
4. დაამატე ამ მასას სოკო და კარგად აურიე. შედგი მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.
კერძი მორთე დაჭრილი ახალი მწვანილით. ინგრედიენტების რაოდენობა დაარეგულირე გემოვნების მიხედვით.
გემრიელად მიირთვი დაგაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!