ხორცის სალათა – მომზადებული ფრანგული რეცეპტით – ყველასთვის საყვარელი კერძია. თუმცა მისმა რეცეპტმა მრავალმხრივი ცვლილება განიცადა. ყველა ინგრედიენტს თავისი შემცვლელი მოეძებნა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ვარიანტი ძალიან გემრიელია, თუმცა ჩვენ დღეს კლასიკურთან მიახლოებულს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- 300 გ რბილი ღორის ხორცი
- ერთი თავი ხახვი
- ერთი ს. კ. მაიონეზი
- 70 გ მოცარელა ან სულგუნი
- 4 ცალი კარტოფილი
- ორი კბილი ნიორი
- მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
- ზეთი საჭიროების მიხედვით
- მწვანილი გემოვნებით
- როზმარინი გემოვნებით
მომზადება
- ღორის ხორცის რბილი ნაწილი დაჭერი, მოაყარე მარილი და დაბეგვე. შეწვი კარაქიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
- იმავე ცხიმში მოშუშე ხახვი, დაამატე მაიონეზი და ცოტა წყალი, წამოადუღე.
- კარტოფილი გათალე და დაჭერინ თხელ რგოლებად, გარეცხე და შემდეგ შეაშრე.
- ახლა ააწყე კერძი. საცხობ ფორმაზე ქვედა ფენად დაალაგე კარტოფილი, მოაყარე მარილი და პილპილი. შემდეგ დაალაგე ხორცი, მოაყარე როზმარინი და მოასხი მაიონეზი, გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათით.
- შემდეგ ხორცს მოაყარე გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და კვლავ შედგი ღუმელში ყველის გადნობამდე.
გემრიელად მიირთვით!
საინტერესოა, თქვენ რა კომბინაციით ამზადებთ ამ სალათას. გაგვიზიარეთ კომენტარებში.