ჩინური კომბოსტოს დიეტური სალათები

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია! ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. თუმცა პრაქტიკაში განხორციელება რამდენადმე ურთულდებათ.  საქმე იმაშია, რომ დიეტური კერძები, ერთი შეხედვით, საოცარი საგემოვნო მახასიათებლებით არ გამოირჩევა. მაგრამ  თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლია ჯანსაღადაც იკვებოს და გემრიელადაც.

ერთ-ერთი ასეთი ტიპის კერძია ჩინური კომბოსტოს სალათა. კომბოსტოს ამ სახეობის კალორიულობა საკმაოდ დაბალია – ასი გრამი შეიცავს მხოლოდ 16 კალორიას. ამასთან სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით.

გთავაზობთ ჩინური კომბოსტოს სამი სახის სალათის რეცეპტებს – ისინი იოლად მზადდება, იაფი ჯდება და ძალიან სასარგებლოა!

სალათი ვაშლითა და სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ვაშლი
  • 150 გ ჩინური კომბოსტო
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარლი გემოვნებით

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად. სტაფილო გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე.
  2. ვაშლი გაფცქვენი და დაჭერი თხლად.
  3. მწვანილი გარეცხე და დაჭერი წვრილად. შეგიძლია გამოიყენო მწვანე ხახვიც.
  4. ინგრედიენტები შეურიე ერთმანეთს, მოაყარე მარილი, მოასხი ზეთი და ლიმონის წვენი.

ჩინური კომბოსტო ქათმის ფილეთი

ინგრედიენტები

  • 250 გ ქათმის ფილე
  • ასი გ ჩინური კომბოსტო
  • 50 გ მაგარი ყველი
  • 50 მლ ნატურალური იოგურტი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ფილე მოხარშე მარილიან წყალში. გააციე და დაჭერი პატარა კუბებად.
  2. ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე. კომბოსტო დაჭერი თხლად.
  3. მიღებული პროდუქტები შეურიე, შეაზევე მარილით და იოგურტით.

ჩინური სალათა თინუსით

ინგრედიენტები

  • 160 გ დაკონსერვებული თინუსი
  • 150 გ ჩინური კომბოსტო
  • 150 გ ახალი კიტრი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად. კიტრი გაფცქვენი და დაჭერი მოგრძო ზოლებად.
  2. თინუსის კონსერვს ზეთი გადაუღვარე. თუ ის მსხვილი ნაჭრების სახითაა წარმოდგენილი, ჩაჭყლიტე ჩანგლით.
  3. ინგრედიენტები შეურიე ერთმანეთს, მოასხი ზეითუნის ზეთი და მოაყარე მარილი საჭიროების მიხედვით. სურვილის შემთხვევაში ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლია თინუსის კონსერვის ზეთის გამოყენება.

ეს სალათები ყოველდღიურ მენიუშიც კარგია და სტუმრების დასახვედრ სუფრაზეც, ვინაიდან საკმაოდ გემრიელი გამოდის და ამასთან ჯანსაღი კვება ყველასთვის სასურველია.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ კომბოსტოს აქვს ერთი შესანიშნავი თვისება – ხვდება რა კუჭში, ის მატულობს ზომაში და ხელს უწყობს სწრაფ და ხანგრძლივ დანაყრებას. ასე, რომ წონაში დაკლების მსურველებმა აუცილებლად ჩართეთ ის კვების რაციონში. რაც მთავარია, ამ სალათების მირთმევა დღის ნებისმიერ დროს შეიძლება – საუზმეზე, სადილად თუ ვახშმად.

გაუზიარეთ სასარგებლო რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება