არაჟნის ფუნთუშებს ბავშვობის გემო აქვს. ის არის ხრაშუნა ქერქისა და რბილი შიგთავსის მქონე. ამათან, საკმაოდ იოლი მოსამზადებელია და არ მოითხოვს დიდ დროს.
შეგიძლია გამოიყენოთ, როგორც პურის ალტერნატივა ბუტერბროდებისთვის.
ინგრედიენტები
- 12 გ საფუარი
- 6 ს. კ. შაქარი
- 150 მლ წყალი
- 100 მლ არაჟანი
- 75 გ კარაქი
- ერთი ცალი კვერცხი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 2 გ ვანილი
- 450 გ ფქვილი
- ერთი ცალი კვერცხის გული
მომზადება
1. აურიე კარგად საფუარი და ცოტა შაქარი და დატოვე რამდენიმე წუთით.
2. დაამატე დარჩენილი შაქარი, კვერცხი, თბილი წყალი, არაჟანი და გამდნარი კარაქი, ვანილი. კარგად აურიე.
3. დაამატე ცოტა ფქვილი და მარილი. აურიე.
4. თანდათან დაამატე დარჩენილი ფქვილი და მოზილე ცომი. დადგი თბილ ადგილას 2 საათით. ის მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.
5. გაყავი მზა ცომი 8 ნაწილად. გააბრტყელე ერთი სმ სისქის ფირფიტებად.
6. დატოვე ასე ნახევარი საათით. შემდეგ გაუკეთე ნასვრეტები საწრუპი მილით.
7. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი და მოათავსე მასზე ფუნთუშები. შეურიე ერთმანეთს კვერცხის გული და ერთი კოვზი არაჟანი. წაუსვი ფუნთუშებს. შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
ეს დაბრაწული არაჟნის ფუნთუშა ნებისმიერი კერძის შესანიშნავი დამატება იქნება. ის განსაკუთრებით უხდება რძეს და კეფირს. მიირთვით და თქვენ გაიხსენებთ ბავშვობის გემოს.
გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!