რაც ამ რეცეპტით მოვამზადე მას მერე მაღაზიაში აღარ ვყიდულობთ. ისეთი არომატულია მისი დამატებით ნებისმიერი კერძი ძალიან გემრიელი გამოდის. გამოიყენეთ მდოგვის მარცვლები. აი რეცეპტი

ფრანგული, ე. წ. დიჟონის მდოგვი ხორციან კერძებს განსაკუთრებით უხდება. ცნობილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სახლშია მომზადებული, გაცილებით უფრო გემრიელია. იგივე შეიძლება ითქვას დიჟონის მდოგვზეც. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ეს მარცვლოვანი მდოგვი სახლის პირობებში. იგი გამოდის ძალიან არომატული და ორიგინალური გემოს მქონე.

ინგრედიენტები

  • ასი გ მდოგვის მარცვალი
  • 20 მლ ვაშლის ძმარი
  • 90 მლ ფორთოხლის წვენი
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. მდოგვის მარცვლები გარეცხე და გააშრე. დაამატე ფორთოხლის წვენი და ვაშლის ძმარი.

  1. კარგად აურიე, ზემოდან დააფარე სამზარეულოს პარკი და დადგი ასე მინიმუმ 8 საათით.

  1. გაფუებული მდოგვი მოხარშე დაბალ ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე. პერიოდულად ურიე. დაამატე მარილი და გადმოდგი ცეცხლიდან.

  1. გაციებული მდოგვის მასაში ჩაასხი თაფლი. ხელის ბლენდერით ყველაფერი მსუბუქად ათქვიფე.

თუ არ გაქვს ფორთოხლის წვენი, გამოიყენე დაკონსერვებული კიტრის ან პომიდვრის მარინადის წვენი. უჩვეულოდ არომატული გამოდის.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებს!