იოგურტის ტორტი – ჰაეროვანი და ფაფუკი ბისკვიტით

ბისკვიტის მომზადებას ტორტის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გსურს მიიღო გემრიელი ტორტი? – იმუშავე ბისკვიტის ხარისხზე! ყველას ცხობის თავისებური მეთოდი აქვს პირადი გამოცდილებით გამყარებული. ჩვენ გთავაზობთ, ბისკვიტს დაამატო ერთი ინგრედიენტი – ცოტაოდენი იოგურტი გემოვნური დანამატების გარეშე. შედეგი აუცილებლად მოგეწონება!

ინგრედიენტები

  • სამი ცალი კვერცხი
  • 80 გ ფქვილი
  • 60 გ იოგურტი
  • 90 გ შაქარი
  • 30 მლ ზეთი
  • ათი მლ ლიმონის წვენი

მომზადება

  1. კვერცხის ცილა და გული განაცალკევე. ცილითა და შაქრით ათქვიფე მდგრადი ბეზე.

2. შემდეგ ცილის მასას დაამატე თითო კვერცხის გული. თან თქვიფე.

3. გაცრილი ფქვილი თანდათანობით დაამატე კვერცხის მასას და აურიე ნიჩბით ფრთხილად.

4. შემდეგ ჩაამატე იოგურტი, ზეთი და ლიმონის წვენი. შეურიე ასევე ფრთხილად.

5. საცხობ ფორმაში ჩააფინე პერგამენტი და ცომი გადაიტანე მასში. ცოტა შეანჯღრიე და შედგი 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათით. ჩამქრალ ღუმელში ბისკვიტი დატოვე კიდევ 10-15 წუთით.

ეს იოგურტის ბისკვიტი გაჭერი ორად და მორთე სურვილისამებრ: როგორც ტორტი – კრემით, ან სხვა ნებისმიერი შიგთავსით – ნამცხვარივით.

სწრაფი და გემრიელი ტორტი მზად არის!

სცადეთ მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ეს რეცეპტი კი შესთავაზეთ სხვებსაც!

 

კომენტარის დატოვება