თუ თქვენს ბავშვს რაიმე პროდუქტი არ მოსწონს, თუმცა ეს პროდუქტი სასარგებლო და აუცილებელია, მაშინ გთავაზობთ ძალიან მარტივ ხრიკს. ამ პროდუქტების მოსაძიებლად შესაძლოა მაღაზიაში წასვლაც არ დაგჭირდეთ

შვრია რომ სასარგებლო პროდუქტია, ეჭვი არავის ეპარება. თუმცა ბევრს მისი გემო არ მოსწონს, განსაკუთრებით ბავშვებს. ჩვენ კი ვცდილობთ, როგორმე მივაწოდოთ მათ ეს ბურღულეული და როგორღაც შევფუთოთ სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად.

დღეს გთავაზობთ მსუბუქი და სასარგებლო შვრიის ფუნთუშის რეცეპტს. ის ამავე დროს დაბალკალორიულიცაა.

ინგრედიენტები

  • 250 გ ხაჭო
  • 70 გ შვრიის ფქვილი
  • 160 გ ფქვილი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • ათი გ გამაფხვიერებელი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. პირველ რიგში გახეხე სტაფილო წვრილ სახეხზე. დაამატე შვრიის ფქვილი, მარილი და ხაჭო.

  1. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერი და ჩაამატე ხაჭოს მასას. აურიე კარგად კოვზით.
  2. მოზილე რბილი ელასტიური ცომი. ის ცოტათი უნდა ეკვროდეს ხელებს. საჭიროების მიხედვით, ფქვილი შეგიძლია ცოტათი მოაკლო, ან მოუმატო. ყველაფერი დამოკიდებულია ხაჭოს სისველეზე.

  1. მზა ცომი გაყავი 6 ტოლ ნაწილად და თითოეულს მიეცი სასურველი ფორმა. ზემოდან გაუკეთე ჩაჭრა. გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.
  2. ფუნთუშებს წაუსვი წყალი და მოაყარე შვრიის წვრილი ფანტელი. ასევე შეგიძლია მოაყარო სეზამი ან სელის თესლი.
  3. გამოაცხე 220 გრადუსზე ათი წუთის მანძილზე. შემდეგ დაუწიე 180 გრადუსამდე და აცხე კვლავ 20 წუთი.

შვრიის ფუნთუშა მიირთვით როცა ბოლომდე გაცივდება, ვინაიდან თბილი როცაა, გული ცოტა სველივით აქვს.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება