ამ რეცეპტით მოვამზადე და ისე მოეწონათ თითები ჩაიკვნიტეს

კლასიკური ფახლავა ბავშვობიდან  ყველასთვის ნაცნობი ტკბილეულია და ასოცირდება ზღვასთან, ზაფხულთან  და ცხელ აღმოსავლეთთან. თუმცა ამ კლასიკურ რეცეპტშიც არის შესაძლებელი განსხვავებული გემოების შეტანა, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ჩვენ ფახლავას დავამატეთ ფორთოხლის ცედრა და მივიღეთ შესანიშნავი ხრაშუნა დესერტი. გირჩევთ სცადოთ თქვენც.

ინგრედიენტები

  • 150 გ ბერძნული კაკალი
  • 50 გ სეზამი
  • ნახევარი ჩ. კ. მუსკატის კაკალი
  • 300 გ შაქარი
  • 150 გ ნუში
  • ორი ჩ. კ. დარიჩინი
  • 200 გ კარაქი
  • ასი მლ თაფლი
  • 300 მლ ფორთოხლის წვენი
  • ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
  • ნახევარი კგ ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 5 ს. კ. ზეთი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1.     1.  მშრალ ტაფაზე მოხალე თხილი და სეზამი. გაციების შემდეგ თხილი დააქუცმაცე,თუმცა არა პუდრის სახით.

2.      2. ფორთოხლის წვენი გააცხელე და დაამატე შაქარი, თაფლი, დარიჩინის ჩხირი და ფორთოხლის ცედრა. ხარშე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ კი გადადგი გასაციებლად.

3.     3.  ცომის მოსამზადებლად ფქვილი გაცერი და მისი დიდი ნაწილი დაყარე ბორცვის სახით. დაამატე მარილი. გააკეთე ფქვილში ჩაღრმავება და ჩაასხი წყალი თანდათანობით. უმჯობესია ხელით შეურიო. შემდეგ ჩაასხი ზეთი და მოზილე ელასტიური ცომი. მოზელილი ცომი კარგად უნდა დაბეგვო მაგიდაზე. შემდეგ შეახვიე საკვებ პარკში და შედე მაცივარში ერთი საათით.

4.      4. გაციებული ცომი გაყავი 12 ტოლ ნაწილად. სანამ ერთ მათგანზე იმუშავებ, დანარჩენებს დააფარე ნამიანი ტილო და შედგი მაცივარში.

5.     5.  ცომი უნდა გააბრტყელო რაც შეიძლება თხლად. ეს თხელი ფირფიტა მოათავსე ცხიმმოსმულ საცხობ ფორმაზე. ზემოდან დაალაგე კვლავ სამი ფირფიტა, რომლებსაც ასევე ცხიმი უნდა მოასხა. შემდეგი იქნება თხილის ფენა. ასე გაიმეორე ბოლომდე: ოთხი ცომის ფენის შემდეგ – ერთი თხილის ფენა… ბასრი დანით დასერე ნამცხვარი რომბების სახით.

6.      6. ფახლავა უნდა გამოაცხო 200 გრადუსზე 40 წუთის მანძილზე. ის უნდა გახდეს ოქროსფერი და ხრაშუნა.

7.     7.  მზა ფახლავას ჯერ მოასხი სიროფის ნახევარი და 5 წუთის შემდეგ – დარჩენილი სიროფი. ნამცხვარს გადააფარე ტილო და დატოვე მინიმუმ 4 საათის მანძილზე ასე.

მოამზადე ეს არომატული და გემრიელი ფახლავა და გაუმასპინძლდი სტუმრებს თამამად.

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!