შოკოლადის მრავალი რეცეპტის მიუხედავად ეს თქვენთვის მაინც უცნობი იქნება. მისი მჟავე გემო შესანიშნავად ერწყმის შავ შოკოლადს. აი რეცეპტი

სუპერმარკეტებში ტკბილეულის დიდი არჩევანია. არავის უკვირს შოკოლადის სხვადახვა კომბინაცია ხილთან ერთად.  თუმცა არსებობს მსგავი სახის ნუგბარის ორიგინალური ვარიანტებიც, რომელთაგან ერთ-ერთის რეცეპტს დღეს შემოგთავაზებთ. ეს არის ბროწეული შოკოლადში. ამ სასარგებლო ხილის მარცვლების მჟავე გემო შესანიშნავად ერწყმის შავი შოკოლადის არომატს და ერთიანობაში საოცარი ნუგბარი იქმნება.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა ბროწეულის მარცვალი
  • 200 გ შავი შოკოლადი
  • ერთი ს. კ. ზეთი

მომზადება

  1. შოკოლადის ფილა დააქუცმაცე და ზეთთან ერთად გაალღვე მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.
  2. ყინულის ფორმები შეავსე შოკოლადის მასით სანახევროდ.
  3. თითოეულ ფორმაში მოათავსე ერთი ჩ. კ. ბროწეულის მარცვალი
  4. ყინულის ფორმები ბოლომდე შეავსე შოკოლადით.
  5. ფორმები შედგი საყინულე კამერაში მინიმუმ ერთი საათით.

სულ ეს არის! შესანიშნავი სახლური შოკოლადის დესერტი მზად არის! როგორც ნახეთ, ეს ტკბილეული არ შეიცავს რაიმე სახის დანამატს. ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად მისცეთ ბავშვებს.

მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში! ეს რეცეპტი კი ასწავლეთ სხვებსაც!

კომენტარის დატოვება