რაც ეს რეცეპტი ვისწავლე მას შემდეგ სულ სახლში ვამზადებ და მაღაზიაში აღარ ვყიდულობ. უბრალოდ აიღეთ არაჟანი და კეფირი და ეს არაჩვეულებრივი კერძი მზადაა. აი რეცეპტი

ეს რეცეპტი ეძღვნება მათ, ვისაც უყვარს ნატურალური სახლური ყველი. აღსანიშნავია, რომ დიასახლისები, და არა მარტო ისინი, ტყუილად არ ანიჭებენ უპირატესობას სახლის პირობებში მომზადებულ პროდუქტებს: ნაყიდ კრემ-ყველში ხშირად არის საღებავები, კონსერვანტები, სხვადასხვა არომატიზატორი… ამასთან სახლში მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი გაცილებით უფრო გემრიელია.

გთავაზობთ რბილი ყველის მომზადების მეთოდს არაჟნისა და კეფირისგან. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე სალათებსა და ტოსტებში დასამატებელ ინგრედიენტად. არაჟანიც და კეფირიც უნდა შეარჩიოთ ცხიმიანი.

ინგრედიენტები

  • 500 მლ 20%იანი არაჟანი
  • 500 მლ 2,5%იანი კეფირი
  • ერთი კონა კამა
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. აიღე მარლა და გადაკეცე 5-6 ფენად. ჩააფინე საწურს.
  2. შეურიე ერთმანეთს არაჟანი, კეფირი და მარილი კარგად. გადაიტანე შესაბამის ჭურჭელში.
  3. დააფარე საკვები პარკი და დაადე სიმძიმე. შედგი მაცივარში ორი დღე-ღამით.
  4. ყველის მასას მიეცი ბატონის ფორმა და ამოავლე წვრილად დაჭრილ კამაში.

თუ კამაში დამატებ ორიოდე კბილ ნიორს, ყველს თავისებური პიკანტური გემო მიეცემა. ეს რბილი ყველი შეგიძლია შეახვიო ლავაშში და გამოაცხო, შემდეგ კი პიკნიკზე ან ლანჩზე წაიღო. ძალიან გემრიელია! მოამზადე და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!