ეს ნამცხვარი ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა უმცროსმა თაობამ მის შესახებ შეიძლება არც კი იცის. გთავაზობთ მის დახვეწილ რეცეპტს

ნამცხვარი ,,კარტოფილი” ბევრისთვის ნაცნობი ნუგბარია. ის ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

ამ დესერტს თავისი წარმოშობის ისტორია აქვს: ,,კარტოფილის” მოსამზადებლდ კონდიტერები სხვადასხვა ტკბილეულის ნარჩენებს იყენებდნენ. შემდეგ კი ის ძალიან პოპულარული გახდა.

დღეს გთავაზობთ ამ ნამცხვრის უფრო დახვეწილ ვარიანტს.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ საფანელი
  • 400 მლ შედედებული რძე
  • 200 გ კარაქი
  • ასი გ შავი შოკოლადი
  • 50 გ კაკაო
  • 30 მლ კონიაკი
  • 20 გ ცუკატი

მომზადება

  1. კაკაოს ფხვნილი და შედედებული რძე შეურიე ერთმანეთს. დაამატე დაჭრილი კარაქი და დადგი დაბალ ცეცხლზე. როცა კარაქი სულ გადნება, გადმოდგი ცეცხლიდან.
  2. შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე. მისი ნახევარი დაამატე ცხელ მასას. აქვე ჩაასხი კონიაკი.
  3. შოკოლადის ნარევში ჩაყარე საფანელი და აურიე. თუ მასა მშრალი გამოვა, დაამატე ცოტა რძე.
  4. ამ მასისგან მოამზადე ,,კარტოფილი”. შეგიძლია მისცე ძეხვის ფორმა და შემდეგ დაჭრა ან მოამზადო ბურთების სახით.
  5. ცუკატები გამოიყენე მოსართავად. ამ მიზნით შეგიძლია ნიგვზის მოხმარებაც.
  6. დარჩენილი გამდნარი შოკოლადი ოდნავ შეათბე და წაუსვი ზემოდან დესერტს.
  7. ,,კარტოფილი” შედგი მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.

რჩევა: ნამცხვარი ჭამის დროს ხელში რომ არ გადნეს, ის დაიკავე პერგამენტისგან გამოჭრილი პატარა კვადრატებით.

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება