შვრია ერთობ სასარგებლო ბურღულეულია, თუმცა ის ბევრს არ უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს. ჩვენ კი ვცდილობთ როგორმე შევაპაროთ მათ ეს საჭირო პროდუქტი.
გთავაზობთ შვრიისგან მოამზადო ნატურალური დესერტი, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევს ბავშვიც და მოზრდილიც. ეს არის შვრიის ორცხობილა შოკოლადითა და შედედებული რძით გამოცხობის გარეშე.
მომზადებამდე შვრია მოხალე ოქროსფრამდე. ამით ის უფრო არომატული გახდება.
ინგრედიენტები
- 230 გ შვრიის ფანტელი
- 200 გ შედედებული რძე
- 90 გ შავი შოკოლადი
- 30 გ კარაქი
მომზადება
1. მშრალ ტაფაზე მოხალე შვრიის ფანტელი 5 წუთის განმავლობაში.
2. ცხელ ფანტელს დაამატე შედედებული რძე. კარგად აურიე.
3. კექსის ფორმებს წაუსვი ცხიმი და შეავსე შვრიის ნარევით. დატკეპნე მასა წყალში დასველებული ხელით.
4. იმისთვის, რომ ორცხობილა ფორმას ადვილად მოსცილდეს, ყოველი მასა ამოწიე დანით. შემდეგ კი ისევ დააბრუნე.
5. შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე და მოასხი თითო ჩაის კოვზი თითოეულ ორცხობილას. ფორმები შედგი მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით. შემდეგ ისინი ამოიღე ფორმებიდან და გადაიტანე თეფშზე.
ხრაშუნა და ტკბილი ორცხობილა ძალიან უხდება როგორც ჩაის, ისე ყავას. ბავშვებისთვის შეგიძლია ნამცხვარს სხვადასხვა სახალისო ფიგურის ფორმა მისცე. მოამზადე სიამოვნებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონება. გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!