ვერმიშელი უყვართ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. მას ნებისმიერი სოუსი უხდება. დღეს კი განსხვავებულ სამარხვო რეცეპტს შემოგთავაზებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერმიშელი იხარშება, მას მაინც სჭირდება წინასწარ მოხალვა. ამისათვის უბრალოდ მშრალ ტაფაზე უნდა დაყაროთ და ოქროსფერის მიღებამდე ურიოთ დაბალ ცეცხლზე.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა წვრილი ვერმიშელი
- ორი ცალი ბულგარული წიწაკა
- 3 კბილი ნიორი
- 4 ს. კ. ზეთი
- 4 ცალი პომიდორი
- ერთი ცალი ბადრიჯანი
- ნახევარი ჩ. კ. ხმელი სუნელი
- წიწაკა ჩილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ბოსტნეული გარეცხე და დაჭერი კუბებად. გადაიტანე ბლენდერში. მანდვე ჩაამატე საკმაზი და მარილი. დააბლენდერე ერთგვაროვან მასამდე. უნდა გამოგივიდეს 2,5 ჭიქა სოუსი.
- ვერმიშელი მოხალე ზეთში ოქროსფრამდე. დაამატე ბლენდერის მასა და ხარშე დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიე.
- ხარშე მანამდე, სანამ სითხე არ აორთქლდება.
წინასწარ მოხალვა საჭიროა იმისთვის, რომ ვერმიშელმა ფორმა შეინარჩუნოს მეორე დღესაც კი. თუმცა თუ რბილი სახით გნებავთ, შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და მერე დაასხათ ასევე მოხარშული სოუსი.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!