კომბოსტო შეიცავს ბევრ ვიტამინს, თუმცა გემოთი დიდად არ გამოირჩევა და ბევრსაც არ უყვარს, მაგრამ მისი მომზადების ბევრი ორიგინალური რეცეპტი არსებობს. აი ერთ-ერთი რეცეპტი

კომბოსტო ბევრ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს და საკმაოდ სასარგებლო ბოსტნეულია ორგანიზმისთვის, მაგრამ ცალკე აღებული კომბოსტოს გემო ბევრს მაინცდამაინც არ უყვარს. თუმცა მისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია მოშუშული კომბოსტო, რომელიც კალორიული და ნოყიერი სადილისთვის საუკეთესო გარნირია. კერძის გერმანულ ვარიანტში კაშკაშა ფერებთან ერთად აღსანიშნავია გემოს საოცარი სიმსუბუქეც.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ჭარხალი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ორი თავი ხახვი
  • ერთი ს. კ. ღვინის ძმარი
  • ასი მლ წყალი
  • ნახევარი თავი კომბოსტო
  • ერთი ცალი ვაშლი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • მიხაკი გემოვნებით

მომზადება

  1. ჭარხალი დაჭერი წვრილად და ჩაყარე ცხელ ზეთიან ტაფაში. დაამატე ძმარი და შუშე ათი წუთი.

  1. დაჭერი სტაფილო ზოლებად და ჩაამატე ჭარხალს.

  1. ხახვი დაჭერი ნახევარრგოლებად დამიამატე ბოსტნეულს. შუშე კვლავ ათი წუთი. შემდეგ დაამატე მარილი, პილპილი, მიხაკი, აურიე და შუშე თავდახურულში 20 წუთი.

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად, ხელით ასრისე და ჩაყარე ბოსტნეულიან ტაფაში. დაამატე წყალი და ხარშე ათი წუთი.

  1. ვაშლი გახეხე წვრილად და დაამატე ბოსტნეულს. შუშე კვლავ 20 წუთი. საჭიროების მიხედვით დაამატე წყალი.

ასე მომზადებული მოშუშული კომბოსტო შესანიშნავი არჩევანია მმარხველებისთვისაც. მისი მირთმევა შეიძლება როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით.

როგორ მოგეწონათ რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი!

კომენტარის დატოვება