გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ბანანი იდეალური პროდუქტია ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად.  მას აქვს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური გემო, ზომიერი სიტკბო და კალორიულობა. თუ სახლში გაქვს ბანანი, არჟანი,  ჟელატინი, ორცხობილა და ცოტა თავისუფალი დრო, გირჩევ მოამზადო შესანიშნავი ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ამ დესერტში ბანანი გამოიყენება მთლიანი – დაუჭრელი და დაუჭყლეტავი სახით. ტორტი განაჭერზე გამოიყურება ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად. გემო კი ნამდვილი საოცრებაა.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 200 გ ორცხობილა
  • 80 გ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 3 ცალი ბანანი
  • 400 მლ არაჟანი
  • ასი მლ რძე
  • 6 ს. კ. შაქარი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • 15 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი

მომზადება

  1. კარაქი გამოიღე მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე დაარბილე.

  1. ორცხობილა ან კრეკერი დააბლენდერე და შეურიე კარაქს.

  1. ცომი გადაიტანე ფორმაში და დატკეპნე. შემდეგ შედგი მაცივარში.

  1. კრემის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს შაქარი, კაკაო, რძე და ჟელატინი.

  1. ეს მასა გადაიტანე ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე. თან ურიე, სანამ ჟელატინი არ გადნება. არ წამოადუღო! კრემი კარგად რომ გაცივდება, დაამატე არაჟანი და კარგად აურიე. ბანანი გაფცქვენი, გადაჭერი შუაზე და დაალაგე ცომზე.

  1. ბანანს მოასხი კრემი და შედგი მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია, მთელი ღამით.

  1. ბანანის ტორტი მზად არის. შეგიძლია ზემოდან მორთო ჩირით ან ნიგვზით, ასევე მოაყარო კაკაოს ფხვნილი…

ტორტი არის მსუბუქი, ნაზი სტრუქტურის, გემოთი კი ნაყინს ჰგავს. გაციებულ მდგომარეობაში იჭრება იოლად და ფორმასაც ინარჩუნებს.

აუცილებლად სცადეთ მომზადება და სხვებსაც ასწავლეთ ამ მარტივი და უგემრიელესი ტორტის რეცეპტი!

კომენტარის დატოვება