დამღლელი დღის მიუხედავად დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ ოჯახის წევრებს გემრიელად გაუმასპინძლდნენ. ერთერთი ასეთი კერძი კი არის სალათა რომელიც შეიძლება ბევრს არ უყვარდეს. თუმცა თუ თქვენ ამ რეცეპტით მოამზადებთ ის აუცილებლად ყველას მოეწონება. აი რეცეპტი

ბოსტნეული ძალიან სასარგებლო და ერთობ აუცილებელი პროდუქტია ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრს ის არ უყვარს. ჩვენ ვცდილობთ ოჯახის წევრებს როგორმე მოვაწოდოთ სასარგებლო ნივთიერებების შემცველი ბოსტნეული, რომლებსაც სხვა ინგრედიენტებთან ვახამებთ გემოს გაუმჯობესების მიზნით.

ერთ-ერთი ასეთი კერძია სალათა ლობიოთი და კომბოსტოთი, რომელშიც თავმოყრილია ორგანიზმისთვის აუცილებელი ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტი. თუ დრო არ გაქვთ, გამოიყენეთ ლობიოს კონსერვი. შეგიძლიათ ლობიო მოხარშოთ წინა დღეს.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ თეთრი კომბოსტო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 3 ს. კ. მაიონეზი
  • 400 გ კიტრი
  • 250 გ დაკონსერვებული ლობიო
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი მოხარშე და დაჭერი წვრილ კუბებად. კიტრი გარეცხე და ისიც დაჭერი კუბებად.

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად. გამოდგება როგორც თეთრი, ასევე ჩინური კომბოსტო – სეზონის მიხედვით.

  1. შეურიე ინგრედიენტები ერთმანეთს და დაამატე გადაწურული ლობიო, მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით. მოასხი მაიონეზი, აურიე კარგად და მიიტანე სუფრასთან.

კომბოსტოს წყალობით, სალათა საკმაო რაოდენობის გამოდის. ის ცალკე კერძადაც კარგია და ასევე, როგორც გარნირი, უხდება ხორცს ან თევზს. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!