აიღეთ ღვიძლი და დაამატეთ ცოტაოდენი ბოსტნეული. მოამზადეთ სასარგებლო და გემრიელი სალათი . აი რეცეპტი

ღვიძლი ძალიან სასარგებლო სუბპროდუქტია. მას ფაქტიურად უკუჩვენება არ აქვს და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლობის მომტანია. თუ ამ შესანიშნავ პროდუქტს ბოსტნეულსაც დავამატებთ, მისი დადებითი თვისებები ორმაგად გაიზრდება.

შეგიძლიათ ყველა სახის ღვიძლის გამოყენება: საქონლის, ფრინველის თუ ღორის.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ღვიძლი
  • ორი თავი ხახვი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 200 გ მჟავე კიტრი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღვიძლი მოხარშე და დაჭერი წვრილ ზოლებად. უმჯობესია წინა დღეს მოხარშო.

  1. ხახვი და სტაფილო გაფცქვენი. ხახვი დაჭერი ნახევარრგოლებად. სტაფილო კი თხელ ფირფიტებად, ან გახეხე მსხვილ სახეხზე. ხახვი შეწვი ზეთში ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ კი სტაეილოც მოშუშე.

  1. კიტრის მწნილი დაჭერი წვრილ ზოლებად.

  1. ყველა ინგრედიენტი ჩაყარე ერთ თასში. მოაყარე მარილი და პილპილი, დაამატე ცოტა მაიონეზი და კარგად აურიე. მზად არის.

აი, ასე მარტივად მზადდება ეს სასარგებლო და საინტერესო კერძი. საუკეთესოა ლანჩისთვის და ასევე ვახშმად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება