შეცვალეთ ბრინჯი კარტოფილით. მოამზადეთ სხვა რეცეპტებისგან განსხვავებული კრაბის სალათი. რაც მთავარია იოლად მზადდება და გამოდის უგემრიელესი

კრაბის სალათის უამრავი რეცეპტი არსებობს. თითქმის ყველა მათგანს საფუძვლად უდევს დაკონსერვებული სიმინდი და მოხარშული ბრინჯი. ჩვენ შემოგთავაზებთ განსხვავებულ ვარიანტს, რომელიც უნაზესი სტრუქტურითა და გემოთი გამოირჩევა და ამასთან საკმაოდ იოლად მზადდება.

მკვრივი სტრუქტურის ბრინჯი შევცვალეთ ფხვიერი კარტოფილით, რომელიც კანიანად იხარშება. სიფერადისთვის კერძს დამატებული აქვს მოხარშული სტაფილო. ამასთან ყველა ინგრედიენტი გახეხილია წვრილ სახეხზე, რაც კერძს ჰაეროვნებას ანიჭებს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 4 ს. კ. მაიონეზი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 200 გ კრაბის ჩხირები

მომზადება

  1. ბოსტნეული და კვერცხი მოხარშე, გააციე და გაფცქვენი. კარტოფილი და სტაფილო გახეხე წვრილ სახეხზე. კვერცხის ცილა და გული გახეხე ცალკ-ცალკე. წვრილად დაჭრი კრაბის ჩხირები.
  2. სალათა დაალაგე ფენებად: ნახევარი კარტოფილი, კრაბის ჩხირები, კვერცხის ცილა, დარჩენილი კარტოფილი, სტაფილო, კვერცხის გული. თითოეულ ფენას წაუსვი ცოტ-ცოტა მაიონეზი.

როგორც ხედავთ, უბრალო ინგრედიენტებით სადღესასწაულო კერძი გამოდის ძალიან მარტივად. მოამზადეთ ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის და გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება