ბანანი ერთერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. მისი გამოყენებით მომზადებული ნამცხვარი კი არანაკლებ სასარგებლო და რაც მთავარია გემრიელია. ის, რაც ყველაზე მთავარიამზადდება სწრაად და მარტივად. ბანანის ნამცხვრის 2 არაჩვეულებრივი რეცეპტი მზადდება

ბანანი ყველასთვის სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ის მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებსაც ბანანი ცხობის დროსაც ინარჩუნებს. ყველაზე დადებითი, რაც ბანანის ნამცხვარს ახასიათებს, ეს არის მისი მომზადების სიმარტივე. დღეს შემოგთავაზებთ ბანანისგან მომზადებულ ორი სახის ნამცხვრის რეცეპტს. იმედია, მოგეწონებათ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც.

ბანანის კექსი შოკოლადით

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბანანი
  • ნახევარი ლიმონი
  • 120 გ კარაქი
  • 120 გ ყავისფერი შაქარი
  • ორი ც კვერცხი
  • 200 გ ფქვილი
  • ორი მწიკვი მარილი
  • 6 გ გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • 50 გ ნიგოზი
  • 50 გ შოკოლადის წვეთები

მომზადება

  1. ორი ბანანი დაჭერი წვრილად და მოასხი ნახევარი ლიმონის წვენი. შემდეგ ჩაჭყლიტე ჩანგლით. გამდნარ კარაქს შეურიე ყავისფერი შაქარი მიქსერით.
  2. ამ მასას დაამატე კვერცხი და კარგად შეურიე. როცა მასა გათეთრდება და მოცულობაშიც გაიზრდება, დაამატე ბანანის პიურე. შეურიე ერთმანეთს ბლენდერით.

  1. ფქვილს შეურიე მარილი და გამაფხვიერებელი. ეს მშრალი მასა დაამატე ბანანის მასას და კვლავ კარგად აურიე. შემდეგ კი მასში ჩაყარე დაჭრილი ნიგოზი, შოკოლადის წვეთები და მწიკვი დარიჩინი.
  2. ცომს მოურიე ნიჩბით და ეს მასა გადაიტანე პერგამენტიან ან ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზემოდან მოათავსე რგოლებად დაჭრილი ბანანი. მოაყარე შოკოლადი.

  1. კექსი გამოაცხე 180 გრადუსზე ერთი საათის მანძილზე. სრულად რომ გაცივდება, შემდეგ დაჭერი და აღარ დანამცეცდება.

ბანანის ფუმფულები

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ბანანი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 90 გ შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • ასი მლ რძე
  • 8 გ გამაფხვიერებელი
  • ნახევარი ლ ზეთი
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ათქვიფე კვერცხი და დაამატე მწიკვი მარილი და 90 გ შაქარი, აურიე მიქსერით. შეურიე ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი. მშრალი მასა შეურიე კვერცხის მასას ნიჩბით.
  2. ცომს დაამატე წვრილად დაჭრილი ბანანი და რძე. კარგად აურიე. ქვაბში გააცხელე ზეთი და მასში ჩაყურსე ცომი ნაწილ-ნაწილ.

  1. ცომი უნდა ამოიღო სუფრის კოვზით და ისე ჩაუშვა ზეთში. შეწვი ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ ფუმფულები ცოტათი გააციე.
  2. თითოეული ნამცხვარი ამოავლე შაქრის პუდრაში. დაალაგე დიდ თეფშზე და მიიტანე ჩაის სუფრასთან. შეგიძლია ზემოდან ფორთოხლის ცედრა მოაყარო.

ბანანის ეს ნამცხვრები თავის გემოს მეორე და მესამე დღესაც ინსრჩუნებს, თუ კი ისინი შეჭმას გადაურჩა. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ, თქვენ რა სახით მიირთმევთ ბანანს  – უმს თუ აცხობთ მისგან რაიმეს.