დილის საუზმეს ყავა და გემრიელი ნუგბარი ძალიან უხდება. თუმცა ყველას არ აქვს იმის დრო, რომ ყოველ დილით მოამზადოს ასეთი საუზმე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ სწრაფი კრუასანის რეცეპტს.

კლასიკურ ფრანგულ კრუასანს შესანიშნავი ხრაშუნა ქერქი აქვს და ძალიან უხდება დილის ყავას. სამწუხაროდ, დილის საუზმეზე ასეთი ნუგბარის მომზადების დრო ყველას არ აქვს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ სწრაფი კრუასანის შესანიშნავ რეცეპტს, რომელსაც ნაზი ყველის შიგთავსი აქვს. შეგიძლია შიგთავსი სურვილისამებრ ცვალო.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი პიცის ცომი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. სეზამი
  • ასი გ კრემ ყველი
  • ერთი კონა ბაზილიკი

მომზადება

  1. ცომი დაჭერი ისე, რომ მიიღო სამკუთხედები. თითოეული მათგანის გადახვევა ფართო ნაპირიდან დაიწყე და სამკუთხედის წვეროსკენ მიმართე.
  2. პატარა კრუასანის ცომები დააწყე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.
  3. კვერცხი ათქვიფე და წაუსვი ზემოდან კრუასანებს. შემდეგ მოაყარე სეზამი. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ათი წუთის განმავლობაში.
  4. როცა ხვეულები გაცივდება, თითოეულს გაუკეთე გრძივი განაჭერი. შუაში კი მოათავსე ყველისა და ბაზილიკის ფოთლის შიგთავსი.

გთავაზობთ რეცეპტის ვიდეოს:

შიგთავსისთვის ასევე შეგიძლია ნებისმიერი რამ გამოიყენო, მაგალითად, შაქარი და დარიჩინი, ვაშლი და ნიგოზი. შესანიშნავი ნუგბარი მზადაა!

გემრიელად მიირთვი და ასწავლე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება