კრემი ,,შარლოტა” – კვერცხისა და რძის კარაქიანი კრემია, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ ტორტის ბისკვიტის ფენებს შორის. მისი საშუალებით შესაძლებელია ტორტის მორთვაც და ის საკონდიტრო ფაბრიკაში გამომცხვარს ემსგავსება.
შარლოტა ცოტა სპეციფიური გასაკეთებელია და პირველივე ჯერზე ყველას არ გამოსდის, თუმცა თუ ზუსტად დაიცავ წესებს, შესანიშნავი კრემი გამოგივა.
ინგრედიენტები
- 200 გ კარაქი
- ორი ცალი კვერცხი
- 4 ს. კ. შაქარი
- ასი მლ რძე
- ვანილი გემოვნებით
- კონიაკი გემოვნებით
მომზადება
- კრემის პროდუქტები მოამზადე წინასწარ. ისინი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- თასში ათქვიფე კვერცხი, შაქარი და ვანილი. ჩაასხი რძე და აურიე.
- მომზადებული ნარევი გადაიტანე ქვაბში და გააცხელე ძალიან დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე. მუდმივად ურიე, სანამ მასა არ გასქელდება. არ უნდა ადუღდეს. შემდეგ კარგად გააციე.
- დაარბილე კარაქი და შემდეგ ათქვიფე ისე, რომ მიიღო თეთრი, ფაფუკი მასა. თქვეფის შეწყვეტის გარეშე მასში ცოტ-ცოტა კვერცხისა და რძის ნარევი ჩაამატე.
- სულ ბოლოსკენ შეგიძლია დაამატო კონიაკი ან რომი.
კრემი შეგიძლია გამოიყენო მაშინვე ან შეინახო მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში, არაუმეტეს 4 დღისა. ეს გემრიელი კრემი გამოდგება ეკლერისთვის, მაფინებისთვის და სხვადასხვა ტორტისთვის.
გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!