სამარხვო ტორტი ფორთოხლის კრემით. მარხვაზე ყოფნისას რთულია გემრიელ სამარხვო ტკბილეულს მიაგნო. თუმცა ამის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ ამ უგემრიელესი ტორტის რეცეპტის დახმარებით

მარხვის პერიოდში საკონდიტრო ნაწარმის მოყვარულები რამდენადმე ზარალდებიან, ვინაიდან გამომცხვარი ტკბილეულის უმრავლესობა შეიცავს კვერცხს და სხვადასხვა რძის პროდუქტს. ამიტომ დღეს გთავაზობთ გემრიელი სამარხვო ტორტის რეცეპტს. მისი გასინჯვის შემდეგ ვერაფრით მიხვდებით, რომ ის არ არის ჩვეული წესით მომზადებული. ტორტი გემოთი ნაპოლეონს ჩამოჰგავს.

ინგრედიენტები

  • 250 მლ ტომატის წვენი
  • 5 ს. კ. ზეთი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • 1 ლ ფორთოხლის წვენი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 570 გ ფქვილი
  • 400 გ შაქარი
  • ათი გ ვანილის შაქარი
  • ასი გ მანი

მომზადება

1. კრემის მოსამზადებლად ნახევარი შაქარი შეურიე ფორთოხლის წვენს და მიიყვანე ადუღებამდე. დაამატე მანი და მუდმივი მორევით მიიყვანე გასქელებამდე. გადადგი გასაციებლად.

2. პომიდვრის წვენი შეურიე დარჩენილ შაქარს, ვანილის შაქარს, მარილს და ზეთს. ჩააცერი ფქვილი სოდასთან ერთად. მოზილე ცომი.

3. ცომი გაყავი 8 თანაბარ გუნდად. შემდეგ თითოეული მათგანი გააბრტყელე თხელი ფირფიტის სახით.

4. საცხობ ფორმას მოაყარე ფქვილი და თითოეული ფირფიტა გამოაცხე 230 გრადუსზე 3-4 წუთით. სანამ ფირფიტები ცხელია, მათგან ამოჭერი რგოლები თეფშის დახმარებით.

5. კრემი ათქვიფე მაღალ სიჩქარეზე გათეთრებამდე. დააფარე საკვები პარკი და სრულად გააციე.

6. ტორტი ააწყე მოსახსნელ ფორმაში. თითოეულ ფენას წაუსვი კრემი, ზემოდან კი მოაყარე ჩამოჭრილი ცომის ნაფხვენები.

აი, ასეთი ორიგინალური მეთოდით გამოდის უგემრიელესი სამარხვო ტორტი, რომელიც, ამავე დროს, ნაკლებკალორიულია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!