დაზოგეთ თანხა და მცირე ძალისხმევით მოამზადეთ კრემი სახლის პირობებში, მორთეთ ტორტი თქვენი გემოვნებით და გაილამაზეთ საღამო ოჯახთან ერთად

არსებობს უამრავი საკონდიტრო, რომლებიც ულამაზეს და შესანიშნავად მორთულ ტორტებს გვთავაზობენ. თუმცა ისინი საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს და არც მათი შემადგენლობის იდეალურობაში ვართ დარწმუნებულები. ამიტომ მივმართავთ სახლში ცხობას, თუნდაც მოურთავი ტორტი შეგვრჩეს ხელთ.

თუმცა ტორტის ლამაზად მორთვა ჩვეულებრივ დიასახლისსაც შეუძლია. ამ მიზნით საუკეთესო გამოსაყენებელია ხაჭოს კრემი. ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების მიხედით გამოდის 550 გრამი კრემი.

ინგრედიენტები

  • 250 გ ხაჭო
  • 50 გ შედედებული რძე
  • 200 გ კარაქი
  • 50 გ შაქარი
  • ერთი მწიკვი ვანილი

მომზადება

  1. მაცივრიდან ახლად გამოღებულ ცხიმიან ხაჭოს დაამატე ასევი ცივი შედედებული რძე. ათქვიფე ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ოთახის ტემპერატურის მაღალი ცხიმიანობის მქონე კარაქს დაამატე შაქრის პუდრა და ათქვიფე მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

  1. ორი წუთის შემდეგ მასა გახდება ფაფუკი და თეთრი. შეურიე მას ხაჭოს ნარევი და ათქვიფე მიქსერით საშუალო სიჩქარეზე.
  2. შედაგად უნდა მიიღო ერთგვაროვანი გლუვი ხაჭოს კრემი. გადაიტანე საკონდიტრო ტომარაში და მორთე ტორტი ან ნამცხვარი.
  3. ეს კრემი საკმაოდ მდგრადი გამოდის. სასურველია მორთვის შემდეგ ტორტი ორიოდ საათით მაცივარში შედგა.

გამოყენებამდე კრემი შეინახე მაცივარში თავდახურულში, არაუმეტეს 3 დღისა. მორთვის გარდა, კრემი შეგიძლია გამოიყენო როგორც ცალკე დესერტი, თუ მას ხილს, ჩირს ან თხილეულს დაამატებ.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი სხვებსაც!