კექსის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს. თუმცა ამ რეცეპტის გამოყენებით ნუგბარი გამოდის უგემრიელესი და მომზადების პროცესიც სასიამოვნოა. რაც მთავარია ინგრედიენტების მოძიებაც არ გაგიჭირდებათ.

სასარგებლო საკონდიტრო ნაწარმი, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად მისაღები ნუგბარის მომზადება, რომლის მიცემა ბავშვისთვისაც თავისუფლად შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთია მოცხარით მომზადებული კექსი.

კექსის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ გამოცდილ ვარიანტს, რომლის დამახსოვრება იოლია- აქ ყველაფერი 200 გ უნდა აიღოთ.

ინგრედიენტები

  • 200 გ შაქარი
  • 200 გ კენკრა
  • 200 მლ კეფირი
  • 200 გ მანი
  • 200 გ ფქვილი
  • ორი ცალი კცერცხი
  • ორი ს. კ. (თავმოუბმელი) სიმინდის სახამებელი
  • ასი მლ ზეთი
  • ათი გ გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ერთი მწიკვი ვანილი

მომზადება

  1. ღრმა თასში ათქვიფე კვერცხი, დაამატე შაქარი და მარილი. აურიე სათქვეფით. დაამატე კეფირი, ფქვილი და მანი, ასევე გამაფხვიერებელი და ვანილი.

  1. კარგად არეულ მასას დაამატე ზეთი და გაყინული (გადნობა არ სჭირდება) ან ახალი კენკრა.
  2. კექსის ფორმაში, თუ ის რკინისაა, ჩააფინე ქაღალდის პატარა ფორმები. სილიკონის საცხობს ქაღალდის ჩაფენა არ სჭირდება.

4. კექსი გამოაცხე 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.

შეგიძლია გამოცხობის წინ ცომის გუნდებს მოაყარო თხლად დაჭრილი ნუში. ასეთ შემთხვევაში ქერქი გამოდის უფრო ხრაშუნა. თვითონ ცომში კი ვანილის შეცვლა ცოტა ჯინჯერის ფხვნილით არის შესაძლებელი. გამოდის ძალიან არომატული.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!